მალინუები ქვეყნის სამსახურში: პენიტენციურ სამსახურს ორი ლეკვი შეემატა

© Special Penitentiary Service of Georgiaპენიტენციური სამსახურის მალინუები
პენიტენციური სამსახურის მალინუები - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ორი ოთხფეხა მეგობარი შეუერთდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მალინუას ჯიშის ორი ლეკვი შესაბამისი წვრთნების გავლის შემდეგ ჩაერთვება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში. ძაღლები პატიმრებისთვის განკუთვნილ ამანათებს შეამოწმებენ.
„პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე ჩვენი გერმანული ნაგაზი, სახელად პრადა, ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით“, — აცხადებენ უწყებაში.
აღინიშნება, რომ სამსახური სრულ პასუხისმგებლობას იღებს ოთხფეხა მეგობრების მოვლა-პატრონობასა და წვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0