შეზღუდვები ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე: სად და ვის ეხება აკრძალვები

© Roads Department of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. თოვის გამო, ზემო ლარსის საგუშაგოსკენ მიმავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფალია.
ამასთან თავისუფალია მოძრაობა საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.
გარდა ამისა, თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზეც.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
რაც შეეხება მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტს (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე), მათთვის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე თავისუფალია მოძრაობა საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე.
ყველა ახალი ამბავი
0