https://sputnik-georgia.com/20240103/miwiszvra-iaponiasi-285415567.html
იაპონიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა: მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა - ვიდეო
იაპონიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა: მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. იაპონიის პრეფექტურა იშიკავაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდას მიაღწია, ნათქვამია მეტეოროლოგიური... 03.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-03T09:39+0400
2024-01-03T09:39+0400
2024-01-03T09:39+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონია
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/03/285415088_0:160:3073:1889_1920x0_80_0_0_a70123100a071f60b28f1c1eaf0ada2d.jpg
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. იაპონიის პრეფექტურა იშიკავაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდას მიაღწია, ნათქვამია მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები ადგილობრივი დროით 10:54 წუთზე (თბილისის დროით 05:54 საათზე) დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი წყლის ქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეზე იყო. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.მანამდე, ახალი წლის პირველ დღეს დასავლეთ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 7,6 მაგნიტუდისა იყო. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ეს მიწისძვრა რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო 1885 წლის შემდეგ.ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს მიაღწია, ასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყოს დარჩენილი.1 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში, რეგიონში 87 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სეისმოლოგების თქმით, რყევები შესაძლოა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 32 ათასზე მეტი სახლი. ზოგიერთ რაიონში შეწყდა წყალმომარაგება და კომუნიკაცია, გზის საფარი განადგურებულია. აღინიშნება, რომ ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში არანაირი გაუმართაობა არ დაფიქსირებულა.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/03/285415088_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_fb6ccbe26d53de15230045f7b4fa1407.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იაპონია , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იაპონია , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. იაპონიის პრეფექტურა იშიკავაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდას მიაღწია, ნათქვამია მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები ადგილობრივი დროით 10:54 წუთზე (თბილისის დროით 05:54 საათზე) დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი წყლის ქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეზე იყო. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.
მანამდე, ახალი წლის პირველ დღეს დასავლეთ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 7,6 მაგნიტუდისა იყო. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ეს მიწისძვრა რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო 1885 წლის შემდეგ.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს მიაღწია, ასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყოს დარჩენილი.
1 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში, რეგიონში 87 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სეისმოლოგების თქმით, რყევები შესაძლოა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.
მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 32 ათასზე მეტი სახლი. ზოგიერთ რაიონში შეწყდა წყალმომარაგება და კომუნიკაცია, გზის საფარი განადგურებულია. აღინიშნება, რომ ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში არანაირი გაუმართაობა არ დაფიქსირებულა.