მატილდა გვარლიანი Chanel-ის ახალი სუნამოს რეკლამაში გადაიღეს: ვიდეო

© Courtesy of FashionHolics Online მატილდა გვარლიანი
 მატილდა გვარლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი სუნამო Chanel Chance-ის სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღეს. მისი ახალი მიღწევის შესახებ ინფორმაცია სამოდელო სააგენტო Look Models Agency-მ გაავრცელა.
არსებული ცნობით, სარეკლამო ვიდეოს შექმნაზე ფრანგი რეჟისორი ჟან-პიერ ჟეუნე მუშაობდა, რომელიც არის ისეთი ფილმების რეჟისორი, როგორიცაა „ამელი", „უცხო: აღდგომა", „ხანგრძლივი ნიშნობა" და სხვა ცნობილი სრულმეტრაჟიანი ფილმები.
ახალი სუნამოს ოთხი არომატის რეკლამისთვის ბრენდმა ოთხი მოდელი შეარჩია, რომელთა შორის არის 20 წლის მატილდა გვარლიანიც.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ესოდენ მცირე ასაკისა, ქართველმა გოგონამ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია სამოდელო კარიერაში.
მანამდე მატილდა საკულტო იტალიელი დიზაინერის, რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მონაწილეობდა მოდის კვირეულების ჩვენებებში.
ამ დროისთვის მატილდა გვარლიანი პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს.
ყველა ახალი ამბავი
0