https://sputnik-georgia.com/20240103/irani-sco--brics-dedolarizacia-285416905.html
ირანში მიაჩნიათ, რომ SCO და BRICS დედოლარიზაციის გზას უნდა დაადგნენ
ირანში მიაჩნიათ, რომ SCO და BRICS დედოლარიზაციის გზას უნდა დაადგნენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ (SCO), ისევე როგორც BRICS-ი, დედოლარიზაციისა და ეროვნული ვალუტით ვაჭრობის გზას უნდა დაადგეს... 03.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-03T12:33+0400
2024-01-03T12:33+0400
2024-01-03T12:33+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი
brics
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/15/281513514_0:175:3072:1903_1920x0_80_0_0_4c7f737e2f89bc3576926937807d4e45.jpg
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ (SCO), ისევე როგორც BRICS-ი, დედოლარიზაციისა და ეროვნული ვალუტით ვაჭრობის გზას უნდა დაადგეს, განსაკუთრებით სვოპურ მიწოდებებში, განუცხადა „რია ნოვოსტის“ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში მეჰდი საფარიმ.როგორც ირანელმა დიპლომატმა განმარტა, რუსეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობა „შეიძლება გახდეს კარგი საფუძველი სვოპური ვაჭრობისთვის“. მისი თქმით, „სვოპი, არსებითად, არის კიდეც დედოლარიზაცია“.ამასთან, დედოლარიზაციის იდეის განხორციელების კიდევ ერთი გზა, მისი თქმით, შეიძლება იყოს BRICS-ის განვითარების ახალი ბანკის (NDB) მიერ სხვადასხვა ვალუტების ფონდის შექმნა, რომელშიც ერთიანი ვალუტა იქნება მიღებული. საფარის მიაჩნია, რომ ამ ბაზაზე ბანკიდან სესხის აღება და სავაჭრო ოპერაციების განხორციელება იქნება შესაძლებელი.მანამდე, 2023 წლის აგვისტოში BRICS-ის სამიტზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ქვეყნის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრებმა არგენტინის, ეგვიპტის, ეთიოპიის, ირანის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროები მიიწვიეს BRICS-ში სრულუფლებიან წევრებად. მოგვიანებით არგენტინამ უარი თქვა გაერთიანებაში მონაწილეობაზე. ახალი ქვეყნების სრულფასოვანი მონაწილეობა ამ ორგანიზაციაში 2024 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა იოჰანესბურგის სამიტის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფომ, რომელსაც სურს BRICS-ში გაწევრიანება, არ უნდა დააწესოს სანქციები გაერთიანების წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/15/281513514_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_be4e195f9cd65dd27fead762b1c1906a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი , brics , შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი , brics , შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, პოლიტიკა
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ (SCO), ისევე როგორც BRICS-ი, დედოლარიზაციისა და ეროვნული ვალუტით ვაჭრობის გზას უნდა დაადგეს, განსაკუთრებით სვოპურ მიწოდებებში, განუცხადა
„რია ნოვოსტის“ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში მეჰდი საფარიმ.
„[BRICS-ში ერთიანი ვალუტის დამტკიცებამდე] „დედოლარიზაცია" ნიშნავს იმას, რომ ქვეყნები სავაჭრო ოპერაციებს განახორციელებენ თავიანთ ეროვნულ ვალუტაში. არა მხოლოდ BRICS-ი, მე ვფიქრობ, რომ SCO-ც ასევე უნდა გაჰყვეს ამ გზას“, — განაცხადა საფარიმ.
როგორც ირანელმა დიპლომატმა განმარტა, რუსეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობა „შეიძლება გახდეს კარგი საფუძველი სვოპური ვაჭრობისთვის“. მისი თქმით, „სვოპი, არსებითად, არის კიდეც დედოლარიზაცია“.
ამასთან, დედოლარიზაციის იდეის განხორციელების კიდევ ერთი გზა, მისი თქმით, შეიძლება იყოს BRICS-ის განვითარების ახალი ბანკის (NDB) მიერ სხვადასხვა ვალუტების ფონდის შექმნა, რომელშიც ერთიანი ვალუტა იქნება მიღებული. საფარის მიაჩნია, რომ ამ ბაზაზე ბანკიდან სესხის აღება და სავაჭრო ოპერაციების განხორციელება იქნება შესაძლებელი.
მანამდე, 2023 წლის აგვისტოში BRICS-ის სამიტზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ქვეყნის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრებმა არგენტინის, ეგვიპტის, ეთიოპიის, ირანის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროები მიიწვიეს BRICS-ში სრულუფლებიან წევრებად. მოგვიანებით არგენტინამ უარი თქვა გაერთიანებაში მონაწილეობაზე. ახალი ქვეყნების სრულფასოვანი მონაწილეობა ამ ორგანიზაციაში 2024 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა იოჰანესბურგის სამიტის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფომ, რომელსაც სურს BRICS-ში გაწევრიანება, არ უნდა დააწესოს სანქციები გაერთიანების წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.