https://sputnik-georgia.com/20240103/forbsis-reitingi-285421020.html
„ფორბსის“ რეიტინგი: თბილისი ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ქალაქების ათეულშია
„ფორბსის“ რეიტინგი: თბილისი ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ქალაქების ათეულშია
Sputnik საქართველო
თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, მიაჩნიათ რეიტინგის შემქნელებს 03.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-03T19:30+0400
2024-01-03T19:30+0400
2024-01-03T19:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/02/285397864_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_2aa83d71aa07e1ce1ca777c79bd31d35.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. „ფორბსმა“ თბილისი ახალი წლის გასატარებლად ათ საუკეთესო ევროპულ ადგილმდებარეობებს შორის დაასახელა.სტატიაში სახელწოდებით „ათი საუკეთესო ადგილი ევროპაში ახალი წლის გასატარებლად“, რომელიც ორგანიზაცია „საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილების” (european best destinations) რეიტინგს ეხება, თბილისი მეხუთე ადგილზეა.რეიტინგის შემქმნელების აზრით ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს. გარდა ამისა, თბილისი გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივით, ვინაიდან მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები.პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც.რეიტინგის შესადგენად ტურიზმის ექსპერტებმა 112 ქვეყნიდან 11 963 პირი გამოჰკითხეს. რეიტინგში პირველ ადგილს, ზედიზედ უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მადეირის კუნძულები იკავებს, მეორე ადგილზეა ესპანეთის ქალაქი მარბელა ალბორანის ზღვის სანაპიროზე, მესამე ადგილს – ლონდონი, მეოთხეს კი პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი იკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/02/285397864_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_6f16d1fc336043d7c703d91e42431e01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
„ფორბსის“ რეიტინგი: თბილისი ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ქალაქების ათეულშია
თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, მიაჩნიათ რეიტინგის შემქნელებს
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. „ფორბსმა“ თბილისი ახალი წლის გასატარებლად ათ საუკეთესო ევროპულ ადგილმდებარეობებს შორის დაასახელა.
სტატიაში სახელწოდებით „ათი საუკეთესო ადგილი ევროპაში ახალი წლის გასატარებლად“, რომელიც ორგანიზაცია „საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილების” (european best destinations) რეიტინგს ეხება, თბილისი მეხუთე ადგილზეა.
„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზეორიგინალური არჩევანია ამრეიტინგში“, — წერს გამოცემა.
რეიტინგის შემქმნელების აზრით ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს. გარდა ამისა, თბილისი გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივით, ვინაიდან მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც.
„შობა-ახალ წლისთვის საზეიმოდ მორთულ თბილისში საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე იგრძნობა. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი სახალხო კონცერტი ეწყობა, თბილისის საშობაო ბაზარი კი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესია“, - წერს გამოცემა.
რეიტინგის შესადგენად ტურიზმის ექსპერტებმა 112 ქვეყნიდან 11 963 პირი გამოჰკითხეს. რეიტინგში პირველ ადგილს, ზედიზედ უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მადეირის კუნძულები იკავებს, მეორე ადგილზეა ესპანეთის ქალაქი მარბელა ალბორანის ზღვის სანაპიროზე, მესამე ადგილს – ლონდონი, მეოთხეს კი პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი იკავებს.