https://sputnik-georgia.com/20240103/cincaze-komentari-saqstatis-monacemebze-285419912.html
ცინცაძე: საქართველომ ინფლაციის მოთოკვა შეძლო
ცინცაძე: საქართველომ ინფლაციის მოთოკვა შეძლო
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, არამედ ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3%-იან... 03.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-03T18:10+0400
2024-01-03T18:10+0400
2024-01-03T18:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/05/44/054486_0:125:1200:800_1920x0_80_0_0_d8da5b3187383ec8186cb4cbf6fa334d.jpg
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, არამედ ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.ცინცაძის თქმით, ამ მხრივ საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა.ასეთი კომენტარი მან „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე გააკეთა 2023 წლის სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებთ.მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ჩამოყვანა შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანდასახულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, რამაც ფაქტობრივად საქართველოს საშუალება მისცა, ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ინფლაციის შემცირების მიმართულებით.მანამდე სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/05/44/054486_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_3b4090686e0e4385cf99e771ad11f482.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ცინცაძე: საქართველომ ინფლაციის მოთოკვა შეძლო
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, არამედ ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ცინცაძის თქმით, ამ მხრივ საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა.
ასეთი კომენტარი მან „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე გააკეთა 2023 წლის სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებთ.
„2024 წელს ველოდებით, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. აღნიშნულს ასევე ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მიმართულებით, რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოების ფართო ფენებსა და მათ შორის, კერძო სექტორის წარმოების ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წლის განმავლობაში ფასების დონე იქნება სტაბილური“, — განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ჩამოყვანა შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანდასახულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, რამაც ფაქტობრივად საქართველოს საშუალება მისცა, ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ინფლაციის შემცირების მიმართულებით.
მანამდე სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა.