ამოქმედდა ახალი პენტინეციური კოდექსი: სიახლეები პატიმრებისა და ციხეების თანამშრომლებითვის

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. საქართველოში ახალი პენიტენციური კოდექსი ამოქმედდა, რომელიც სისხლის სამართლის მსჯავრდებულთათვის სიახლეების დანერგვას გულისხმობს.
განახლებული კოდექსი ითვალისწინებს თავად სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას და ეხება როგორც თანამშრომლებს, ისე პატიმრებს.
კერძოდ, უქმდება სამსახურების სპეციალურ და სამოქალაქოდ დაყოფა. სასჯელაღსრულების სისტემის სპეციალური დანაყოფების შეღავათები ციხის ყველა თანამშრომელს შეეხება.
ამასთან, ყველა თანამშრომლისთვის იმოქმედებს ერთი და იგივე წესი საპროტესტო აქციებში, წინასაარჩევნო კამპანიებში, პოლიტიკურ აქტივობებში და ა.შ. მონაწილეობის შესახებ.
სასჯელაღსრულების სისტემის ყველა თანამშრომელს ხელფასი თანამდებობის, წოდებისა და სტაჟის მიხედვით დაერიცხება.
სხვა სიახლეები უშუალოდ ციხეებსა და პატიმართა უფლებებს შეეხება.
კერძოდ, საქართველოში დაინერგება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრები, რომლებშიც ყველა პატიმრის თითის ანაბეჭდები, ფოტოები და ასევე სიტყვიერი პორტრეტი შევა.
გარდა ამისა, ყველა ციხეში აიკრძალება რეციდივისტებისა და პირველად მსჯავრდებულთა ერთად განთავსება. პირველად მსჯავრდებულები, ასევე ადრე არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლადაღიარებული პირები და ისინი, ვისაც სამსახურის ან წარსულის გამო საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისა და კრიმინალური ავტორიტეტებისგან განცალკევებით მოიხდიან სასჯელს.
ახალი კოდექსის თანახმად, საქართველოს ყველა ციხეში 2026 წლისთვის თითოეულ პატიმარს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამის ნაცვლად, 4 კვადრატული მეტრი ფართი ექნება.
ციხის ადმინისტრაციას უნარჩუნდება ვალდებულება, შესაბამისად უზრუნველყოს სასჯელის მოხდის სპეციალური პირობები ორსული ქალების, შშმ პირებისა და საპენსიო ასაკის ხანდაზმული პატიმრების საჭიროებებისთვის.
გარდა ამისა, ყველა ციხეს ექნება სპეციალური ოთახები კამერებისა და მოსმენების სისტემების გარეშე, სადაც პატიმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ სახალხო დამცველს ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებს. თუმცა ამასთან დაცული იქნება შეხვედრების უსაფრთხოება.
ამასთან იკრძალება პატიმრების თვალთვალი ციხეების საერთო საშხაპეებსა და ტუალეტებში. გამონაკლისი იქნება პატიმრის მხრიდან თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების რისკი.
აღსანიშნავია, რომ ახალი კანონი კრძალავს დახურულ სივრცეში პატიმრების მიმართ ცრემლსადენი გაზის გამოყენებას.

სიახლეები ციხეებში

ციხეებში დაინერგება პატიმართა პაემნების ახალი წესები. გრძელვადიანი პაემნის უფლება 2025 წლიდან ექნება ყველა პატიმარს, გარდა იმ პატიმრებისა, რომლებიც იზოლირებულნი არიან სამარტოო საკანში, ან დაპატიმრებიდან სამ თვეზე ნაკლებია გასული.
რაც შეეხება განსაკუთრებული რისკის საპატიმროებში მოთავსებულ მსჯავრდებულებს, მათ ოჯახის წევრებთან ვიდეოპაემნის უფლება ენიჭება წელიწადში ორჯერ.
ამასთან პატიმარს უფლება ექნება, ჩაანაცვლოს პაემნის ერთი ფორმა რომელიმე სხვა ფორმით: ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი). ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო ხდება.
ამავდროულად, იზრდება ვიდეოპაემნების რაოდენობა რიგითი პატიმრებისთვის — ყოველ 10 დღეში ერთი, არაუმეტეს 15 წუთის ხანგრძლივობის პაემანი.
აღსანიშნავია, რომ ვადები და დრო თითოეული ციხისთვის ცალ-ცალკეა განსაზღვრული.
სიახლეები ვრცელდება სატელეფონო ზარებზეც: ციხეების მიერ დაწესებული მაქსიმალური ლიმიტები მინიმალურად იქნება აღიარებული.
გარდა ამისა, პატიმრებს საშუალება ექნებათ დაურეკონ და მისწერონ ნათესავებს, რომლებიც ასევე სასჯელს იხდიან. ამასთან, პატიმრების ახლობლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ უარი თქვან ციხიდან წერილების, ამანათებისა და ზარების მიღებაზე. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონის მიხედვით, ამ უფლებით მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები სარგებლობენ.
პატიმრებისთვის კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ ციხის მაღაზიაში თავისუფლად შეძლებენ ტელევიზორების ან რადიოების შეძენას (დღეს ამას ციხის უფროსის ნებართვა სჭირდება). თუმცა, მსჯავრდებულს შეიძლება ჩამოერთვას ტექნიკა, თუ ის თანასაკნელებს ხელს შეუშლის. ასეთ შემთხვევაში ტელევიზორს ან რადიოს პატიმრის ოჯახს გადასცემენ.
აღსანიშნავია, რომ ყველა პატიმარს, გარდა მაღალი რისკის ციხეებში მყოფი პირებისა, ექნება ციხეში უმაღლესი განათლების მიღების უფლება. ის შეიძლება იყოს წერილობითი (უნივერსიტეტი გაგზავნის საგანმანათლებლო ლიტერატურის ჩამონათვალს თვითშესწავლისთვის და გამოცდის ჩასაბარებლად) ან დისტანციური (ონლაინ, კომპიუტერის გამოყენებით).
გათავისუფლების შემდეგ პატიმრებს მონიტორინგს გაუწევს პრობაციის სამსახური, რომელიც, გარდა რაიონული ორგანოებისა, მიიღებს ინფორმაციას პატიმრის საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0