სადღესასწაულო უქმე დღეების კალენდარი - 2024 წელი

გამოწერა
„Sputnik- საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გამოსასვლელი დღეების კალენდარს გაეცნობა
ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში 1-2 და 7 იანვარი დასვენების დღეებია - წელს ქრისტეშობის დღესასწაული კვირას ემთხვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის 3-დან 6 იანვრამდე უქმეები გამოაცხადა. რაც შეეხება კერძო სექტორს, კომპანიები გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ იღებენ.
საქართველოში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელია, ზოგიერთი უქმე დღე წმინდანთა მოხსენიების დღეს ემთხვევა. ამრიგად, ქვეყნის მოსახლეობა ისვენებს ანდრია პირველწოდებულის, ღვთისმშობლის მიძინების ანუ მარიამობის, გიორგობის დღეს. ქვეყანაში განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისადმი - 2024 წელს აღდგომის უქმე დღეები 3-დან 6 მაისამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0