https://sputnik-georgia.com/20240102/saqartvelosi-azartul-tamasebze-moqmedi-akrzalvebi-mkacrdeba-bolo-siaxleebi-285403136.html
2024 წელს საქართველოში აზარტული თამაშების მოწყობის წესები მკაცრდება
2024 წელს საქართველოში აზარტული თამაშების მოწყობის წესები მკაცრდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ლუდომანიას ებრძვის 02.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-02T15:45+0400
2024-01-02T15:45+0400
2024-01-02T17:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123762_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_2b78e98aa08fcfc4ec48859b6e7f19b3.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდება.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 1 ივლისიდან ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ის პირები, რომლებზეც აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა ვრცელდება.ასეთი პირების როგორც აზარტულ ონლაინ თამაშებზე, ისევე როგორც ცოცხალ თამაშებზე დაშვებისთვის ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება. განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.გარდა ამისა, 2024 წლის 1 ივლისიდან ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზება/მოწყობისთვის ინტერნეტ-კაფეებიც დაჯარიმდებიან. მსგავსი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას 15 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედება - 30 ათას ლარიან ჯარიმას.აზარტული თამაშები: „შავ სიაში“ საქართველოს მოსახლეობის 40% მოხვდა >>2021 წლის ნოემბერში საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შეადგინეს იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი ლუდომანების ოფიციალურ რეესტრში (პირები, ვისაც ეკრძალება თამაში) ორი გზით შეიძლება მოხვდეს. პირველ შემთხვევაში ადამიანს თავად შეაქვს განაცხადი შემოსავლების სამსახურში და ის რეესტრში რეგისტრირდება, მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს უკვე ლუდომანის ოჯახი და სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის რეესტრში მოხვდება.25 წლის და ნაკლები ასაკის სოციალურად დაუცველი პირები და საჯარო მოხელეები სიაში ავტომატურად ხვდებიან.გარდა ამისა, ქვეყანაში 2005 წლიდან მოქმედებს კანონი „ლატარიებისა და აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. სწორედ ეს კანონი არეგულირებს კაზინოების, ტოტალიზატორების, სლოტ-კლუბების და სხვა გასართობი თამაშების მუშაობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123762_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_616f042fab73816e58927c63e6a72e7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
2024 წელს საქართველოში აზარტული თამაშების მოწყობის წესები მკაცრდება
15:45 02.01.2024 (განახლებულია: 17:05 02.01.2024) საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ლუდომანიას ებრძვის
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 1 ივლისიდან ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ის პირები, რომლებზეც აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა ვრცელდება.
ასეთი პირების როგორც აზარტულ ონლაინ თამაშებზე, ისევე როგორც ცოცხალ თამაშებზე დაშვებისთვის ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება. განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, 2024 წლის 1 ივლისიდან ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზება/მოწყობისთვის ინტერნეტ-კაფეებიც დაჯარიმდებიან. მსგავსი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას 15 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედება - 30 ათას ლარიან ჯარიმას.
2021 წლის ნოემბერში საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შეადგინეს იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი ლუდომანების ოფიციალურ რეესტრში (პირები, ვისაც ეკრძალება თამაში) ორი გზით შეიძლება მოხვდეს. პირველ შემთხვევაში ადამიანს თავად შეაქვს განაცხადი შემოსავლების სამსახურში და ის რეესტრში რეგისტრირდება, მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს უკვე ლუდომანის ოჯახი და სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის რეესტრში მოხვდება.
25 წლის და ნაკლები ასაკის სოციალურად დაუცველი პირები და საჯარო მოხელეები სიაში ავტომატურად ხვდებიან.
გარდა ამისა, ქვეყანაში 2005 წლიდან მოქმედებს კანონი „ლატარიებისა და აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. სწორედ ეს კანონი არეგულირებს კაზინოების, ტოტალიზატორების, სლოტ-კლუბების და სხვა გასართობი თამაშების მუშაობას.