კახეთში ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვია

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2024
გამოწერა
ექვსივე დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი და მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი 8 წლამდე ბავშვია, იუწყება „პირველი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ექვსივე დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი და მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
საავადმყოფოს დირექტორის, სულხან სამხარაძის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა საყურადღებოა. მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.

„ერთ-ერთი პაციენტი უკვე საოპერაციოშია, მუცლის ღრუს ტრავმა აქვს და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რამდენიმე პაციენტთან ღია მოტეხილობაა, თავის ტვინის ტრავმაა, კვლევები უტარდებათ და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა საგარეჯოს„ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა სულხან სამხარაძემ.

ექიმის განცხადებით, ღია მოტეხილობის მქონე პაციენტსაც ოპერაცია ჩაუტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0