შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
გამოწერა
სპიკერის თქმით, 2024 წელს მოსახლეობა ხვდება მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებული და გაძლიერებული.
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ახალი 2024 წელი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ახალი 2024 წელი, გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჩვენი სამშობლოს წინსვლა და გამარჯვება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საახალწლო მილოცვაში.
სპიკერის თქმით, 2024 წელს მოსახლეობა ხვდება მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებული და გაძლიერებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ მიაღწია ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას თავის თანამედროვე ისტორიაში - ღირსეულად მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„საქართველომ თავისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია – ჩვენ, ყველამ ერთად, დამსახურებულად და ღირსეულად მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თქვენი მუდმივი გვერდში დგომით და მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო უდიდეს გამოწვევებთან გამკლავება. ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა რადიკალიზმს და ნდობა გამოუცხადა მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს - სამხედროებს, პოლიციელებს, მეხანძრეებს, სამედიცინო პერსონალს, საჯარო მოხელეებს პროფესიონალიზმის, თავდადებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის, რამაც ქვეყანა 2023 წელს უფრო გააძლიერა.
პაპუაშვილმა ახალი წელი მიულოცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებს აფხაზებსა და ოსებს, ქართულ დიასპორას, ქართულ ეკლესიას და ქართველი ხალხის ყველა მეგობარს.
„მჯერა, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და ევროპული მომავლის წარმატებით შენებას.“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სპიკერმა ახალი წელი მიულოცა ასევე უფროს და მომავალ თაობებს, რომელთა შორის უწყვეტი ჯაჭვი არსებობს.
„ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს მშობლებს, რომლებმაც ახალი წლის ტრადიციებს გვაზიარეს და ჩვენს მომავალ თაობას – ჩვენს შვილებს, რომლებსაც დღეს ამ ტრადიციებს ვუზიარებთ. თაობებს შორის ტრადიციების უწყვეტი ჯაჭვი არის ის, რამაც ჩვენი ათასწლოვანი ერის თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0