https://sputnik-georgia.com/20240101/noembersi-depozitebis-moculoba-qartul-bankebsi-gaizarda-285375208.html
ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა ქართულ ბანკებში გაიზარდა
ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა ქართულ ბანკებში გაიზარდა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 49,25% შეადგინა. 01.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-01T13:41+0400
2024-01-01T13:41+0400
2024-01-01T13:41+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/74/234067436_0:16:1498:859_1920x0_80_0_0_b475feb2ae31b2c6930f1aa3b56a11c9.jpg
თბილისი, 1–ლი იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1–ლი დეკემბრის მდგომარეობით, 50,42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 581,85 მლნ ლარით, ანუ 1,17%-ით მეტია ნოემბრის დასაწყისის მაჩვენებელზე.ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 27,8 მლნ ლარით, ანუ 0,14%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 554,05 მლნ ლარით, ანუ 1,86%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ლი დეკემბრის მდგომარეობით, 49,25% შეადგინა, რაც 0,42 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1–ლი ნოემბრის მაჩვენებელზე.ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,97% შეადგინა, მათ შორის 10,48% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 2,4% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.ნოემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/74/234067436_99:0:1432:1000_1920x0_80_0_0_e22b95cef30f5601a830fe1463b7fdf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, ახალი ამბები
ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა ქართულ ბანკებში გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 49,25% შეადგინა.
თბილისი, 1–ლი იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1–ლი დეკემბრის მდგომარეობით, 50,42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 581,85 მლნ ლარით, ანუ 1,17%-ით მეტია ნოემბრის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 27,8 მლნ ლარით, ანუ 0,14%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 554,05 მლნ ლარით, ანუ 1,86%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ლი დეკემბრის მდგომარეობით, 49,25% შეადგინა, რაც 0,42 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1–ლი ნოემბრის მაჩვენებელზე.
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,97% შეადგინა, მათ შორის 10,48% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 2,4% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ნოემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.