როგორ გამოიყურება საახალწლო ნაძვისხეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში

© Kakha Kaladzeსაახალწლო ნაძვისხე თბილისში
საახალწლო ნაძვისხე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
გამოწერა
ნაძვისხე შობა–ახალი წლის ყველაზე მთავარი სიმბოლოა, რომელიც საზეიმო და ჯადოსნურ განწყობას განაახიერებს.
Sputnik–საქართველო, ტრადიციულად, წარმოგიდგენთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მთავარ სილამაზეს ახალი წლის დღეებში. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ, გასული წლისგან განსხვავებით, წელს უარყოფითი ემოციები საზოგადოებაში არცერთი ქალაქის არცერთ ნაძვისხეს არ გამოუწვევია.
თბილისი
ქვეყნის მთავარი ნაძვისხე დედაქალაქში ახალია, რომელიც 700 ათას ლარზე მეტი დაჯდა. ის მაღალია და უხვად არის მორთული სათამაშოებით, განათებულია ოქროსფერი სანათებით. წინა წლებში თბილისის ნაძვისხე მუდამ კამათს იწვევდა საზოგადოებაში. წელს, როგორც ჩანს, ყველა კმაყოფილი დარჩა.
© Kakha Kaladzeსაახალწლო ნაძვისხე თბილისში
Новогодняя елка в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე თბილისში
ბათუმი
გასულ წელს ბათუმის ნაძვისხემ, რბილად რომ ვთქვათ, არაერთმნიშვნელოვანი ემოციები გამოიწვია. მას თევზის ჩონჩხსაც კი ადარებდნენ. მაგრამ წელს ქალაქის მერია „გამოპსწორდა“, ნაძვი მრავალი კაშკაშა სათამაშოთი და გირლანდით მორთო. შედეგას – მოსახლეობა კმაყოფილია საკმაოდ ლამაზი ნაძვისხით.
© Batumi City Hallსაახალწლო ნაძვისხე ბათუმში
Елка в Батуми - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე ბათუმში
ქუთაისი
ქუთაისის ნაძვისხე ყოველთვის განსაკუთრებულია – ჯადოსნური და ზღაპრული. მაღალი, ლამაზი, არა სხვადასხვა სახის, არამედ კარგად შერჩეული სათამაშოებითა და გირლანდებით მორთული.
© Kutaisi Сity Hallსაახალწლო ნაძვისხე ქუთაისში
Елка в Кутаиси - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე ქუთაისში
ზუგდიდი
ზუგდიდში შედარებით მოკრძალებული ნაძვისხე დადგეს. ის მორთულია ოქროსფერი ვარსკვლავებით, გირლანდებით, რომელიც ნაძვისხეს წრიულად ერტყმის. მოკრძალება და ლაკონურობა მას მხოლოდ ხიბლს სძენს.
© City Hall of Zugdidi Municipalityსაახალწლო ნაძვისხე ზუგდიდში
Елка в Зугдиди - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე ზუგდიდში
ლანჩხუთი
ლანჩხუთის ნაძვისხე განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონათ. ის მორთულია სასაცილო პატარა სახლებით, რომელთა ფანჯრებშიც სინათლე ანთია. ასეთმა „ცეცხლოვანმა“ მორთულობამ ნაძვისხეს ზღაპრული იერი მიანიჭა.
© Lanchkhuti City Hallსაახალწლო ნაძვისხე ლანჩხუთში
Елка в Ланчхути - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე ლანჩხუთში
რუსთავი
რუსთავის მთავარ მოედანს მაღალი და მბრწყინავი ნაძვი ამშვენებს, რომელიც მორთულია მრავალი მოციმციმე სხვადასხვა ზომის ვარსკვლავით.
© Rustavi City Hallსაახალწლო ნაძვისხე რუსთავში
Елка в Рустави - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე რუსთავში
ოზურგეთი
ოზურგეთში არაფერი შეუცვლიათ. როგორც გასულ წელს, ახლაც ნაძვისხე მორთულია გირლანდებით, დიდი ოქროსფერი სათამაშოებით და ვარსკვლავებით. ნებისმიერ შემთხვევაში ორგანულია და ლამაზი.
© Ozurgeti City Hallსაახალწლო ნაძვისხე ოზურგეთში
Елка в Озургети - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე ოზურგეთში
თელავი
თელავში ნაძვისხის მორთვას შემოქმედებითად და რეგიონის ტრადიციების გათვალისწინებით მიუდგნენ – ნაძვი სხვადასხვა დიამეტრის ბურთებით შექმნილი ყურძნის მტევნებით მორთეს.
© Telavi City Hallსაახალწლო ნაძვისხე თელავში
Елка в Телави - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე თელავში
ყაზბეგი
ყაზბეგის ნაძვისხე თოვლითაა დაფარული, რომლის ქვეშაც სათამაშოები იმალება. მაგრამ ამით მას ხიბლი არ მოკლებია – პირიქით, თოვლი მას ნამდვილი ზამთრის საახალწლო ჯადოსნურ ელფერს სძენს.
© Mtskheta-Mtianeti areaსაახალწლო ნაძვისხე ყაზბეგში
Елка в Казбеги - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე ყაზბეგში
მცხეთა
ისტორიულ დედაქალაქს მინიატურული ნაძვისხე ამშვენებს. მის თავზე დიდი ვარსკვლავია დაკიდებული, რომელიც ყურადღებას იპყრობს. ნაძვის დანარჩენი ნაწილი უფრო ლაკონურად არის მორთული – გირლადებითა და ვარსკვლავებით.
© Mtskheta-Mtianeti areaსაახალწლო ნაძვისხე მცხეთაში
Елка во Мцхета - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
საახალწლო ნაძვისხე მცხეთაში
ყველა ახალი ამბავი
0