ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა

© AFP 2024 / OLIVIER DOULIERYჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
გამოწერა
თბილისი, 1–ელი იანვარი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ვაზიანში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა.

„ჯუანშერ ბურჭულაძემ პირად შემადგენლობას 2024 წლის დადგომა მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ოჯახებსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცებს ახალი წელი ასევე მიულოცეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა.
ყველა ახალი ამბავი
0