https://sputnik-georgia.com/20240101/am-wels-didi-imedit-vasrulebt-saqartvelos-prezidentis-milocva-285371801.html
ამ წელს დიდი იმედით ვასრულებთ - საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა
ამ წელს დიდი იმედით ვასრულებთ - საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა... 01.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-01T01:42+0400
2024-01-01T01:42+0400
2024-01-01T01:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:49:869:538_1920x0_80_0_0_a70387d3981413e908c55f7d6fcfbf24.jpg
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ყოველწლიურ საახალწლო მიმართვაში.სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა 2023 წლის ტრაგიკული მოვლენებიც - შოვში და გურიაში მომხდარი მეწყერი, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.„ჩვენ ეს ყველაფერი არ გვავიწყდება და ვცხოვრობთ იმით, რომ ეს არ განმეორდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.პრეზიდენტმა მოსახლეობას ასევე მიულოცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამას გასული წლის მთავარი მიღწევა უწოდა.გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვის დასასრულს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:0:869:653_1920x0_80_0_0_1a6e8e5d0ec529c08cf6b9f03d917b27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ამ წელს დიდი იმედით ვასრულებთ - საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ყოველწლიურ საახალწლო მიმართვაში.
„ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება ასევე ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც მივხვდებით, რომ სხვადასხვა აზრის ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის, რაც უნდა ვისწავლოთ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ, ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა 2023 წლის ტრაგიკული მოვლენებიც - შოვში და გურიაში მომხდარი მეწყერი, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ ეს ყველაფერი არ გვავიწყდება და ვცხოვრობთ იმით, რომ ეს არ განმეორდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მოსახლეობას ასევე მიულოცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამას გასული წლის მთავარი მიღწევა უწოდა.
„მინდა, სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს – სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვის დასასრულს.