https://sputnik-georgia.com/20231231/vitareba-saqartvelos-cixeebsi-statistika-285350705.html
სტატისტიკა საქართველოს ციხეებიდან: პატიმართა რაოდენობამ მოიმატა
სტატისტიკა საქართველოს ციხეებიდან: პატიმართა რაოდენობამ მოიმატა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობამ 9 959 ადამიანს... 31.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-31T10:31+0400
2023-12-31T10:31+0400
2023-12-31T10:31+0400
სტატისტიკა
საქსტატი
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005312_935:302:4038:2048_1920x0_80_0_0_c30979ccbabaf92b0e4b1d3c32f4d52e.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობამ 9 959 ადამიანს მიაღწია, რაც 4%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებში.ამრიგად, პატიმართა საერთო რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობის 0,26% შეადგინა.აღინიშნება, რომ მსჯავრდებულთაგან 344 ქალია.ამასთან დაახლოებით 3,8 ათასი პატიმარი რეციდივისტია, რომლებიც მეორე ან მეტ სასჯელს იხდიან. რეციდივისტთა შორის 49 ქალია, 10 კი არასრულწლოვანი.როგორც ირკვევა, 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13-ვე ციხე 85,4%-ით იყო შევსებული. პატიმართა მთლიანი რაოდენობის 18,6% სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, დანარჩენებს კი უკვე მიესაჯათ სხვადასხვა სასჯელი.მსჯავრდებულთა უმრავლესობა 31-დან 49 წლამდე ასაკის პირები არიან. ამასთან, საქართველოს ციხეებში 27 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 65 პირი იხდის სასჯელს.ყველაზე მეტი მსჯავრდებული ქსნის მე-15 და თბილისის გლდანის მე-18 საპყრობილეში იმყოფება.რაც შეეხება პატიმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათი რაოდენობა დაახლოებით 1,9 ათასია. მათ შორის 26 არასრულწლოვანია, ხოლო რვა — 70 წელს გადაცილებული პირი.საქართველოში მსჯავრდებულთა უმეტესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არის დაპატიმრებული. მათი დიდი ნაწილი ციხეში ეკონომიკური დანაშაულისა და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება) ზის.მაღალი რისკის ციხეში 172 პატიმარია. დანარჩენები დახურულ და ნახევრად ღია ტიპის ციხეებში იხდიან სასჯელს.უცხოელები საქართველოს ციხეებში2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში სულ 50 ქვეყნის 788 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 7,9%-ს შეადგენს.უცხოელი პატიმრების უმეტესობა მამაკაცია. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, 74 კი — ქალი.დაპატიმრებულ უცხოელთა დაახლოებით მესამედი თურქეთის მოქალაქეა. შემდეგ მოდის რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.მათ გარდა საქართველოს ციხეებში სასჯელს იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იხდიან.პატიმართა სიკვდილიანობა2023 წლის დასაწყისიდან საქართველოს ციხეებში13 პატიმარიგარდაიცვალა.ერთი მათგანის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონული კრიზი და ინსულტი იყო, ოთხი ადამიანისა — სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორი ადამიანი სეფსისით და თირკმლის დაავადებით გარდაიცვალა, ერთი — ცერებროვასკულარული დაავადებით გამოწვეული ტვინის ინფარქტით, ერთი — გულმკერდის ტკივილით, ორმა თავი მოიკლა, ორი პატიმრის შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი დადგენილი არ არის.პირობითად მსჯავრდებულებისაქართველოში 24,3 ათასამდე ადამიანს პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული. მათი უმრავლესობა მამაკაცია, დაახლოებით 1,2 ათასი ქალი და 123 არასრულწლოვანი.პირობითად მსჯავრდებულთა შორის არიან უცხოეთის 32 ქვეყნის მოქალაქეებიც — სულ 447 კაცი. მათ შორის: რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.აქედან 32 ქალია და ოთხი — არასრულწლოვანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005312_0:361:2250:2048_1920x0_80_0_0_26f9bf82031be52d624f0d8c26273bda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სტატისტიკა, საქსტატი, საქართველო, საზოგადოება
სტატისტიკა, საქსტატი, საქართველო, საზოგადოება
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობამ 9 959 ადამიანს მიაღწია, რაც 4%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებში.
ამრიგად, პატიმართა საერთო რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობის 0,26% შეადგინა.
აღინიშნება, რომ მსჯავრდებულთაგან 344 ქალია.
ამასთან დაახლოებით 3,8 ათასი პატიმარი რეციდივისტია, რომლებიც მეორე ან მეტ სასჯელს იხდიან. რეციდივისტთა შორის 49 ქალია, 10 კი არასრულწლოვანი.
როგორც ირკვევა, 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13-ვე ციხე 85,4%-ით იყო შევსებული. პატიმართა მთლიანი რაოდენობის 18,6% სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, დანარჩენებს კი უკვე მიესაჯათ სხვადასხვა სასჯელი.
მსჯავრდებულთა უმრავლესობა 31-დან 49 წლამდე ასაკის პირები არიან. ამასთან, საქართველოს ციხეებში 27 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 65 პირი იხდის სასჯელს.
ყველაზე მეტი მსჯავრდებული ქსნის მე-15 და თბილისის გლდანის მე-18 საპყრობილეში იმყოფება.
რაც შეეხება პატიმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათი რაოდენობა დაახლოებით 1,9 ათასია. მათ შორის 26 არასრულწლოვანია, ხოლო რვა — 70 წელს გადაცილებული პირი.
საქართველოში მსჯავრდებულთა უმეტესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არის დაპატიმრებული. მათი დიდი ნაწილი ციხეში ეკონომიკური დანაშაულისა და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება) ზის.
მაღალი რისკის ციხეში 172 პატიმარია. დანარჩენები დახურულ და ნახევრად ღია ტიპის ციხეებში იხდიან სასჯელს.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში სულ 50 ქვეყნის 788 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 7,9%-ს შეადგენს.
უცხოელი პატიმრების უმეტესობა მამაკაცია. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, 74 კი — ქალი.
დაპატიმრებულ უცხოელთა დაახლოებით მესამედი თურქეთის მოქალაქეა. შემდეგ მოდის რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
მათ გარდა საქართველოს ციხეებში სასჯელს იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იხდიან.
2023 წლის დასაწყისიდან საქართველოს ციხეებში13 პატიმარიგარდაიცვალა.
ერთი მათგანის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონული კრიზი და ინსულტი იყო, ოთხი ადამიანისა — სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორი ადამიანი სეფსისით და თირკმლის დაავადებით გარდაიცვალა, ერთი — ცერებროვასკულარული დაავადებით გამოწვეული ტვინის ინფარქტით, ერთი — გულმკერდის ტკივილით, ორმა თავი მოიკლა, ორი პატიმრის შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი დადგენილი არ არის.
საქართველოში 24,3 ათასამდე ადამიანს პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული. მათი უმრავლესობა მამაკაცია, დაახლოებით 1,2 ათასი ქალი და 123 არასრულწლოვანი.
პირობითად მსჯავრდებულთა შორის არიან უცხოეთის 32 ქვეყნის მოქალაქეებიც — სულ 447 კაცი. მათ შორის: რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
აქედან 32 ქალია და ოთხი — არასრულწლოვანი.