უფასოდ და დიდხანს: ცნობილია ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმი ახალი წლისა და შობის ღამეებში

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2023
გამოწერა
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, მეტროპოლიტენიცა და ავტობუსებიც ახალი წლის ღამით პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს. ამავე რეჟიმში იფუნქციონირებს რიყე-ნარიყალის საბაგირო გზაც - მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე გახანგრძლივდება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 03:00 საათამდე გახანგრძლივდება.
გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0