საახალწლო ტესტი: ნაძვისხე და თქვენი პიროვნული თვისებები

  - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2023
გამოწერა
ირკვევა, რომ ნაძვისხეს, რომელსაც ყველა საკუთარი გემოვნებით ირჩევს და რთავს, ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის პიროვნებაზე.
თუ გაინტერესებთ, რა ფარული თვისებები შეუძლია გაამხილოს ახალი წლის განუყრელმა ატრიბუტმა თქვენზე, შეხედეთ თქვენ მიერ გაფორმებულ ნაძვისხეს, ჩვენი სახალისო ტესტი კი გეტყვით, როგორი ხართ.

მოკრძალებული ნაძვისხე

თუ თქვენი ნაძვის ხე ორი ან, მაქსიმუმ, სამი ფერის სათამაშოებითაა მორთული, ნათურებისა და დამატებითი აქსესუარების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ კონსერვატიული ადამიანი ხართ, საკუთარ თავში დარწმუნებული და ზუსტად იცით, რა გჭირდებათ.
გიჭირთ კომფორტის ზონიდან გასვლა და უჩვეულო, ან ახალი თავგადასავლების მოსინჯვა. მოგწონთ, როდესაც თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარაა გარკვეული და დაგეგმილი.
საიმედო ადამიანი ბრძანდებით და მუდამ მზად ხართ სხვების დასახმარებლად.

გამორჩეული ნაძვისხე

თუ თქვენი ნაძვისხე მწვანე კი არა, ნებისმიერი სხვა ფერისაა, ესე იგი, მოგწონთ ხალხისგან გამორჩევა და საკუთარი გზით სვლა. არ გეშინიათ აჟიოტაჟისა და ხშირად არღვევთ წესებს. გაბედული ადამიანი ბრძანდებით და ყოველთვის მზად ხართ ნებისმიერი სიახლისთვის, ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის. არ გეშინიათ სიძნელეებისა და ახერხებთ კიდეც მათთან გამკლავებას.

დახუნძლული ნაძვისხე

თუ ნაძვისხეს ყველა იმ სათამაშოთი რთავთ, რაც კი გაქვთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ არათანმიმდევრული ადამიანი ხართ. ხშირად ცვლით გეგმებს. გიჭირთ არჩევანის გაკეთება და რომელიმე ერთ ვარიანტზე შეჩერება. ამასთან მარტივად პოულობთ კომპრომისებს და ყველას სიამოვნებას ცდილობთ.
გადაწყვეტილებებს ბევრი ფიქრის, ყველაფრის კარგად აწოდ-დაწონის შემდეგ იღებთ. ცდილობთ წინასწარ გაიაზროთ ნებისმიერი სიტუაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
თქვენი გარემოცვა სხვადასხვა კატეგორიის ხალხისგან შედგება, თუმცა ყველა მათგანთან შეგიძლიათ შესანიშნავი ურთიერთობის დამყარება.

ბრჭყვიალა ნაძვისხე

თუ ნაძვისხე ბევრი ნათურით გაქვთ განათებული, ესე იგი, თავადაც ელვარე, ინდივიდუალურობით გამორჩეული ადამიანი ხართ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა სხვათა მოსაზრებები დიდად არ განაღვლებთ. თქვენი მთავარი მრჩეველი პირადი გამოცდილებაა.
ცდილობთ ცხოვრება წვეულებებითა და შეხვედრებით გაიმრავალფეროვნოთ. არ გიყვართ შინ ჯდომა — საოცრად კომუნიკაბელური ბრძანდებითდა ხმაურიან კამპანიებში დროსტარება მოგწონთ.

„შერეული“ ნაძვის ხე

თუ თქვენს ნაძვისხეზე ბევრი სათამაშო და ასევე ბევრი განათებაა, ესე იგი, მეოცნებე და არაპროგნოზირებადი ადამიანი ხართ. პრაქტიკულად არაფერზე ამბობთ უარს, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. გაქვთ ბევრი იდეა, რის გამოც დაწყებული საქმე ხშირად ბოლომდე არ მიგყავთ, უბრალოდ თავს ანებებთ და სხვა რამეს იწყებთ.
ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლიათ გამოსავლის პოვნა. გაქვთ ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი, რაც მათი ნდობის მოპოვებაში გეხმარებათ. ნაცნობ-მეგობრებმა იციან, რომ ნებისმიერი პრობლემით შეუძლიათ მოგმართონ და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ რთულ სიტუაციაში მარტო არ დატოვებთ.
ყველა ახალი ამბავი
0