ახალგაზრდა მომღერალი ჯანი იზორია საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

© Jani Izoriaმომღერალი ჯანი იზორია
მომღერალი ჯანი იზორია - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2023
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შემსრულებლის სიკვდილი, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ჯანი იზორია თბილისში, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მედია.
ინფორმაცია არტისტის გარდაცვალების შესახებ მისმა ახლობლებმა დაადასტურეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შემსრულებლის სიკვდილი, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
იზორია გახდა რამდენიმე მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული იტალიასა და ესპანეთში (Gifon, Reality Star). ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო პროექტში „გვაჩვენე შენი ხმა".
ყველა ახალი ამბავი
0