https://sputnik-georgia.com/20231231/ruset-ukrainis-konfliqti-285349167.html
ნებენზია: ბელგოროდის დაცხრილვა ტერაქტი იყო
ნებენზია: ბელგოროდის დაცხრილვა ტერაქტი იყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების განზრახ განურჩეველი და კომბინირებული დარტყმა ტერორისტული აქტია, განაცხადა რუსეთის... 31.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-31T10:02+0400
2023-12-31T10:02+0400
2023-12-31T10:02+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
გაეროს უშიშროების საბჭო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1f/285348998_0:132:3173:1917_1920x0_80_0_0_8513837971574f268b780175ef9e0b72.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების განზრახ განურჩეველი და კომბინირებული დარტყმა ტერორისტული აქტია, განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.როგორც ნებენზიამ განაცხადა, ბელგოროდზე თავდასხმის ორგანიზებაში შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობდნენ.ამასთან რუსმა დიპლომატმა პირობა დადო, რომ რაც უფრო მეტ საფრთხეს უქმნის უკრაინა რუსეთს, მით უფრო მკაცრი იქნება მოსკოვი.მანამდე, შაბათს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის ცენტრი დაცხრილეს, რის შედეგადაც, რუსული მხარის მონაცემებთ, ოცი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 108 კი დაიჭრა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1f/285348998_222:0:2953:2048_1920x0_80_0_0_046bf3696da1fc820e6ac0c3e3d27553.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, გაეროს უშიშროების საბჭო
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, გაეროს უშიშროების საბჭო
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების განზრახ განურჩეველი და კომბინირებული დარტყმა ტერორისტული აქტია, განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„ეს მშვიდობიან ქალაქზე მიზანმიმართულად განურჩეველი კომბინირებული დარტყმაა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შესაძლო შედეგებით, არამედ შეგნებული ტერორისტული აქტია, რომელიც მიმართულია მოქალაქეთა წინააღმდეგ“, — აღნიშნა მან.
როგორც ნებენზიამ განაცხადა, ბელგოროდზე თავდასხმის ორგანიზებაში შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობდნენ.
„ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანელი და ამერიკელი კონსულტანტები უშუალოდ მონაწილეობენ ამ ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში, რეგულარულად აქეზებდნენ რა უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას სისხლიანი დანაშაულების ჩადენისკენ. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროკავშირის ქვეყნებსაც, რომლებიც ჯიუტად და უპასუხისმგებლოდ განაგრძობენ უკრაინის იარაღით გაბერვას“, - განაცხადა მან.
ამასთან რუსმა დიპლომატმა პირობა დადო, რომ რაც უფრო მეტ საფრთხეს უქმნის უკრაინა რუსეთს, მით უფრო მკაცრი იქნება მოსკოვი.
მანამდე, შაბათს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის ცენტრი დაცხრილეს, რის შედეგადაც, რუსული მხარის მონაცემებთ, ოცი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 108 კი დაიჭრა.