https://sputnik-georgia.com/20231231/romel-sasmels-aqvs-yvelaze-mzime-nabaxusvi-285348528.html
სასმელი უმძიმესი ნაბახუსევით: სომელიე გასწავლით, როგორ უნდა მიირთვათ შუშხუნა ღვინოები
სასმელი უმძიმესი ნაბახუსევით: სომელიე გასწავლით, როგორ უნდა მიირთვათ შუშხუნა ღვინოები
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე მძიმე ნაბახუსევს შუშხუნა ღვინო იწვევს, ამბობს სომელიე მარკო კასტელანელი. 31.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-31T13:00+0400
2023-12-31T13:00+0400
2023-12-31T13:00+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23686/24/236862453_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_b6bd95690d8567f40dd9591b87cd52e2.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე მძიმე ნაბახუსევს შუშხუნა ღვინო იწვევს, ამბობს სომელიე მარკო კასტელანელი.როგორც ორგანიზაცია Club Vino-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, მთელი საქმე გაზის ბუშტუკებშია.მისი თქმით, სისხლში მოხვედრისას ნახშირორჟანგი ნაწილობრივ გამოდევნის ჟანგბადს, რაც შუშხუნა ღვინოებით თრობას აჩქარებს. შედეგად – ნაბახუსევი განსაკუთრებით რთულად შეიგრძნობა, მეორე დღეს ადამიანს თავის მტანჯველი ტკივილი აწუხებს.სომელიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაბახუსევი ადამიანს შეიძლება მაშინაც დაემართოს, თუ მხოლოდ ერთ ან ორ ჭიქა შუშხუნა ღვინოს დალევს.კასტელანელი რამდენიმე რჩევას აძლევს შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს იმისთვის, რომ მძიმე ნაბახუსევი და თავის ტკივილი აირიდონ. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:მანამდე ექიმ-ნარკოლოგებმა დაასახელეს მეთოდი, რომელიც ორგანიზმს ნაბახუსევზე სწრაფად აღდგენაში ეხმარება. მათი თქმით, პირველ რიგში, სასურველია კონტრასტული შხაპის მიღება — ცხელი და ცივი წყლის ხუთწამიანი ინტერვალით მონაცვლეობით გადავლება. ამის შემდეგ აუცილებელია ორგანიზმში წყალ-მარილოვანი, ანუ ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, რისთვისაც მინერალური წყლის მიღებაა საჭირო. გარდა ამისა, ექიმების თქმით, ნაბახუსევზე ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საუზმე. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ნაკლებად დაბრაწული ომლეტი. ხოლო დღის განმავლობაში კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი ვიტამინებისა და პრეპარატების მიღებაა რეკომენდებული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23686/24/236862453_86:0:2817:2048_1920x0_80_0_0_715f742551d294ec829dc41e9735cc09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე მძიმე ნაბახუსევს შუშხუნა ღვინო იწვევს, ამბობს სომელიე მარკო კასტელანელი.
როგორც ორგანიზაცია Club Vino-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, მთელი საქმე გაზის ბუშტუკებშია.
„პროსეკო და შამპანური ღვინოები ნახშირორჟანგს შეიცავს. ის კი გავლენას ახდენს ალკოჰოლის სისხლში გადასვლაზე, ეხმარება ორგანიზმს ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეწოვაში“, — ამბობს კასტელანელი.
მისი თქმით, სისხლში მოხვედრისას ნახშირორჟანგი ნაწილობრივ გამოდევნის ჟანგბადს, რაც შუშხუნა ღვინოებით თრობას აჩქარებს. შედეგად – ნაბახუსევი განსაკუთრებით რთულად შეიგრძნობა, მეორე დღეს ადამიანს თავის მტანჯველი ტკივილი აწუხებს.
სომელიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაბახუსევი ადამიანს შეიძლება მაშინაც დაემართოს, თუ მხოლოდ ერთ ან ორ ჭიქა შუშხუნა ღვინოს დალევს.
კასტელანელი რამდენიმე რჩევას აძლევს შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს იმისთვის, რომ მძიმე ნაბახუსევი და თავის ტკივილი აირიდონ. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
არასდროს მიირთვათ შუშხუნა ღვინო მშიერ კუჭზე;
ყოველი ჭიქა შამპანურის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
ძილის წინ ასევე მიირთვით წყალი.
მანამდე ექიმ-ნარკოლოგებმა დაასახელეს მეთოდი, რომელიც ორგანიზმს ნაბახუსევზე სწრაფად აღდგენაში ეხმარება.
მათი თქმით, პირველ რიგში, სასურველია კონტრასტული შხაპის მიღება — ცხელი და ცივი წყლის ხუთწამიანი ინტერვალით მონაცვლეობით გადავლება. ამის შემდეგ აუცილებელია ორგანიზმში წყალ-მარილოვანი, ანუ ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, რისთვისაც მინერალური წყლის მიღებაა საჭირო.
გარდა ამისა, ექიმების თქმით, ნაბახუსევზე ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საუზმე. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ნაკლებად დაბრაწული ომლეტი. ხოლო დღის განმავლობაში კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი ვიტამინებისა და პრეპარატების მიღებაა რეკომენდებული.