აშშ-ის ელჩი საქართველოს ახალ წელს ულოცავს: ვიდეომიმართვა

CC0 / Wikiedia / აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2023
გამოწერა
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ახალი წელი დგება და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საახალწლო ვიდეომიმართვაში.
დანიგანი, აშშ-ის საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, საქართველოს მოსახლეობას სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საელჩოში ყველა ამაყია აშშ-ისა და საქართველოს შორის პარტნიორობის მხარდაჭერით.
„საელჩოში მყოფი ამერიკელები ძალიან იღბლიანები ვართ, ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, მასპინძლობის ტრადიციას და ყველაზე მეტად შესანიშნავ და თბილ ხალხს. აშშ ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რომელიც ერთობლივად გავწიეთ, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.
ყველა ახალი ამბავი
0