ლავროვი: უკრაინელ დამნაშავეებს ანგარიშსწორება ელით

© photo: Sputnik / Ministry of Foreign Affairs of Russian Federation / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2023
გამოწერა
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს სამართლიანი შურისძიება ელის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთის სასამართლოებმა, საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებების 200-ზე მეტ წარმომადგენელს უკვე მიუსაჯა ხანგრძლივი პატიმრობა.
„იგივე ბედი ელის ყველა სხვა დამნაშავეს. თითოეული მათგანი სამართლიან ანგარიშსწორებას მიიღებს“, — აღნიშნა ლავროვმა.
როგორც რუსმა მინისტრმა განაცხადა, საგამოძიებო კომიტეტს ოთხი ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული დაახლოებით 900 ადამიანის წინააღმდეგ. მათ შორის, ლავროვის თქმით, არიან არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და დაქირავებული ჯარისკაცები, არამედ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც.
ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი სამართალდამცავები „ყურადღებით აფიქსირებენ უკრაინელი ნეონაცისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს“ და არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სპეცოპერაციის პერიოდით, ვინაიდან დონბასის „მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო“.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ტერორიზმში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვს, ასევე საჰაერო ძალების მეთაურ ნიკოლაი ოლესჩუკსა და 383-ე პოლკის მეთაურ სერგეი ბურდენიუკს. გამოძიებას მიაჩნია, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე ასზე მეტი დრონით თავდასხმასთან აქვთ კავშირი.
ყველა ახალი ამბავი
0