https://sputnik-georgia.com/20231231/gociriziskomentari-ivanisvilis-politikasi-dabrunebaze-285353803.html
გოცირიძე: მრჩევლის მიერ ძალაუფლების მიტაცება სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში
გოცირიძე: მრჩევლის მიერ ძალაუფლების მიტაცება სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში
Sputnik საქართველო
წამყვანი ოპოზიციური პარტიები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი სინამდვილეში არ ჩამოშორებულა პოლიტიკას და ქვეყანას კულისებიდან მართავდა 31.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-31T12:28+0400
2023-12-31T12:28+0400
2023-12-31T12:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135461_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_fc3b3e2ed07ca7630bd8fc7ae89e150e.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში, ესღა გვაკლდა, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.ივანიშვილი 2013 წლის შემდეგ რამდენჯერმე წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ის ქვეყნის მართვას კულისებიდან განაგრძობდა. ეს პარტიები ივანიშვილს პრორუს ოლიგარქად იხსენიებენ.როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილს „არაფორმალურის იარლიყი“ არ ჩამოშორებია.შაბათს, 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობამ თავისი დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის პოლიტიკაში დაბრუნებით დაგვირგვინდა - მისი წასვლიდან სამი წლის შემდეგ.პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135461_91:0:1531:1080_1920x0_80_0_0_bebbc41e62737a239cb31eb57ae0ae7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი
გოცირიძე: მრჩევლის მიერ ძალაუფლების მიტაცება სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში
წამყვანი ოპოზიციური პარტიები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი სინამდვილეში არ ჩამოშორებულა პოლიტიკას და ქვეყანას კულისებიდან მართავდა
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. მრჩევლის მიერ მიტაცებული ძალაუფლება მართლაც სიახლეა პოლიტიკურ ისტორიაში, ესღა გვაკლდა, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
ივანიშვილი 2013 წლის შემდეგ რამდენჯერმე წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ის ქვეყნის მართვას კულისებიდან განაგრძობდა. ეს პარტიები ივანიშვილს პრორუს ოლიგარქად იხსენიებენ.
როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილს „არაფორმალურის იარლიყი“ არ ჩამოშორებია.
„ჯერ ერთი, მას არ უჭირავს პარტიაში არავითარი პოსტი, იგი არ არის გადაწყვეტილების მიმღები ოფიციალური პირი. მეორეც, სულაც პარტიის თავმჯდომარე რომ იყოს, მას არ აქვს უფლება ჩაერიოს საკონსტიტუციო ორგანოების ყოველდღიურ მუშაობაში. ასე რომ, ნუ შევუწყობთ ხელს მის ლეგიტიმიზაციას იმის ტირაჟირებით, რომ იგი თურმე ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში“, - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი.
შაბათს, 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობამ თავისი დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის პოლიტიკაში დაბრუნებით დაგვირგვინდა - მისი წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.