https://sputnik-georgia.com/20231230/polonetma-ganzrax-mkvlelobistvis-zebnili-piris-saqartvelosi-eqstradicia-moaxdina-285346713.html
პოლონეთმა განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადირება მოახდინა
პოლონეთმა განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადირება მოახდინა
Sputnik საქართველო
ბოროტმოქმედებმა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგად ის გარდაიცვალა 30.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-30T21:46+0400
2023-12-30T21:46+0400
2023-12-30T21:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
პოლონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613692_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_df02986e782248bf09652840386eb3fd.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთმა მოახდინა ექსტრადირება საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის, რომელსაც ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.მამაკაცს საქართველოში დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა კიდურების მიმართულებით და მძიმე დაზიანებები მიაყენა.აღნიშნულის შემდეგ, ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა.გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613692_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_f02183161b9130bcc2a29f7db7bb1d0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, პოლონეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, პოლონეთი
პოლონეთმა განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადირება მოახდინა
ბოროტმოქმედებმა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგად ის გარდაიცვალა
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთმა მოახდინა ექსტრადირება საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის, რომელსაც ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მამაკაცს საქართველოში დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა კიდურების მიმართულებით და მძიმე დაზიანებები მიაყენა.
აღნიშნულის შემდეგ, ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.