https://sputnik-georgia.com/20231230/ivanisvilis-dabruneba-politikasi-moxdeba-tu-ara-cvlilebebi-mtavrobasi-285346045.html
ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში: მოხდება თუ არა ცვლილებები მთავრობაში
ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში: მოხდება თუ არა ცვლილებები მთავრობაში
Sputnik საქართველო
შაბათს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დამფუძნებელი, 67 ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია 30.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-30T20:08+0400
2023-12-30T20:08+0400
2023-12-30T23:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/278998470_0:384:2957:2047_1920x0_80_0_0_43fd2b47be177fed2cf8c5335789578e.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. არც საქართველოს მთავრობაში და არც მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ცვლილებები არ იგეგმება, განაცხადა პოლიტიკაში დაბრუნებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.შაბათს, 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობამ თავისი დამფუძნებელი, 67 ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის პოლიტიკაში დაბრუნებით დაგვირგვინდა - მისი წასვლიდან სამი წლის შემდეგ.„არა, ასეთი რამ არ იგეგმება“, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები პარტიასა და მთავრობაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.„მე არ ვიქნები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება“, - განაცხადა ივანიშვილმა.ივანიშვილმა აღიარა, რომ დასანქცირებულია >>პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა: მილიარდერის მიმართვა>>ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/278998470_114:0:2843:2047_1920x0_80_0_0_154e91b1a7b9340fecf9a707dfedea51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება
ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში: მოხდება თუ არა ცვლილებები მთავრობაში
20:08 30.12.2023 (განახლებულია: 23:51 30.12.2023) შაბათს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დამფუძნებელი, 67 ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. არც საქართველოს მთავრობაში და არც მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ცვლილებები არ იგეგმება, განაცხადა პოლიტიკაში დაბრუნებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
შაბათს, 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობამ თავისი დამფუძნებელი, 67 ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის პოლიტიკაში დაბრუნებით დაგვირგვინდა - მისი წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
„არა, ასეთი რამ არ იგეგმება“, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები პარტიასა და მთავრობაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
„მე არ ვიქნები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.
2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა.