https://sputnik-georgia.com/20231229/yazaxetma-talibani-teroristuli-organizaciebis-siidan-amoiro-285321037.html
ყაზახეთმა თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
ყაზახეთმა თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ყაზახეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აკრძალული ორგანიზაციების სიიდან გამორიცხოს ტერორისტული მოძრაობა თალიბანი, რომელიც შესაბამის... 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T12:14+0400
2023-12-29T12:14+0400
2023-12-29T12:14+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0a/250573686_20:0:982:541_1920x0_80_0_0_8954e6d94af9e0d97990691db0e87cdf.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ყაზახეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აკრძალული ორგანიზაციების სიიდან გამორიცხოს ტერორისტული მოძრაობა თალიბანი, რომელიც შესაბამის ჩამონათვალში ქვეყნის უზენასმა სასამართლომ 2005 წელს შეიყვანა, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა.როგორც სმადიაროვმა სააგენტო Kazinform-თან ინტერვიუში განმარტა, ყაზახეთი რეგულარულად განიხილავს აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების ეროვნულ სიას მისი განახლების მიზნით. სმადიაროვის თქმით, თალიბანის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს.ყაზახეთსა და თალიბანს შორის დიპლომატიური კონტაქტების განვითარებაზე საუბრისას სმადიაროვმა ხაზი გაუსვა, რომ თალიბანი ავღანეთს 1996 წლიდან 2001 წლამდე მართავდა, ხოლო 2021 წელს მოძრაობა კვლავ მოვიდა ხელისუფლებაში და ახლა „საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს მსოფლიო საზოგადოების თვალში“.აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2022 წლის მარტში, თალიბანთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთმა, სადაც მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. 2023 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა დაუშვა, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა ავღანეთში თალიბანის მთავრობა აღიაროს.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0a/250573686_140:0:861:541_1920x0_80_0_0_f8f2056be3fda36b5ec80c21cfe690c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი, პოლიტიკა
ყაზახეთმა თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ყაზახეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აკრძალული ორგანიზაციების სიიდან გამორიცხოს ტერორისტული მოძრაობა თალიბანი, რომელიც შესაბამის ჩამონათვალში ქვეყნის უზენასმა სასამართლომ 2005 წელს შეიყვანა, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა.
როგორც სმადიაროვმა სააგენტო
Kazinform-თან ინტერვიუში განმარტა, ყაზახეთი რეგულარულად განიხილავს აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების ეროვნულ სიას მისი განახლების მიზნით. სმადიაროვის თქმით, თალიბანის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს.
„გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა, მოძრაობა თალიბანი არ შედის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორისტულად აღიარებულ ორგანიზაციათა სიაში“, — აღნიშნა მან.
ყაზახეთსა და თალიბანს შორის დიპლომატიური კონტაქტების განვითარებაზე საუბრისას სმადიაროვმა ხაზი გაუსვა, რომ თალიბანი ავღანეთს 1996 წლიდან 2001 წლამდე მართავდა, ხოლო 2021 წელს მოძრაობა კვლავ მოვიდა ხელისუფლებაში და ახლა „საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს მსოფლიო საზოგადოების თვალში“.
„თალიბანი ცდილობს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან. ისინი აქტიურად აგებენ სავაჭრო ურთიერთობებს უახლოეს მეზობლებთან“, — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2022 წლის მარტში, თალიბანთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთმა, სადაც მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. 2023 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა დაუშვა, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა ავღანეთში თალიბანის მთავრობა აღიაროს.