https://sputnik-georgia.com/20231229/sasamartlom-braldebulebs-patimoba-sheuparda-285331367.html
სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებული მაქინაცია - სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა
სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებული მაქინაცია - სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T19:54+0400
2023-12-29T19:54+0400
2023-12-29T19:54+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058969_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_7ac2fb7864deadf32b41923664468825.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური, მათ შორის ავსტრიის მოქალაქე და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1,3 მლნ ევრო, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. შემდგომში, საწარმოს ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ. აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 496.430 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ბრალდებულ იურიდიულ პირს დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით.სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ავსტრიის მოქალაქეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა მასთან დაკავშირებული პირების სახელზე ფიქტიურად გაფორმებული 1.267,800 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა და ორი ავტოსადგომი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058969_281:0:3012:2048_1920x0_80_0_0_9eb1a1d84dcaa402a603de00eaf2f519.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებული მაქინაცია - სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური, მათ შორის ავსტრიის მოქალაქე და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1,3 მლნ ევრო, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
„ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა", - ნათქვამია განცხადებაში.
შემდგომში, საწარმოს ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ. აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 496.430 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ბრალდებულ იურიდიულ პირს დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით.
სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ავსტრიის მოქალაქეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა მასთან დაკავშირებული პირების სახელზე ფიქტიურად გაფორმებული 1.267,800 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა და ორი ავტოსადგომი