საქართველო საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს ფორუმს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
ოსლოში გამართულ m&i ფორუმზე საქართველო სერვისების მიმწოდებელ 180 კომპანიას შორის საუკეთესოდ დასახელდა.
თბილისი, 29 დეკემბერი–Sputnik. 2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო პრესტიჟული ფორუმი m&i Tbilisi 2024 გაიმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასშტაბურ ღონისძიებას 250-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
2023 წელს თბილისმა discover Georgia powered by m&i ფორუმს უმასპინძლა, სადაც საერთაშორისო გაყიდვების 60-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. მიზნობრივ ქვეყნებში საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში, კონფერენციასა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა.
გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, კვიპროსში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ტაილანდში გაიმართა პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით.
საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი ხდება>>
საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები B2B ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს მართავდნენ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან.
2023 წელს ოსლოში გამართულ m&i ფორუმზე, საქართველო სერვისების მიმწოდებელ 180 კომპანიას შორის საუკეთესოდ დასახელდა.
საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება MICE-ტურიზმი. აღნიშნული კონცეფცია მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:
meetings – კორპორატიული შეხვედრები, პრეზენტაციები, მოლაპარაკებები;
incentives – წამახალისებელი ან სამოტივაციო ტურები და პროგრამები, პერსონალის გადამზადება, კორპორატიული ღონისძიებები;
conferences – კონფერენციები, კონგრესები, ყრილობები, ფორუმები, სემინარები;
exhibitions – გამოფენები, საიმიჯო ღონისძიებები, ფესტივალები, საქველმოქმედო კონცერტები.
ყველა ახალი ამბავი
0