https://sputnik-georgia.com/20231229/ramdenit-gaizrdeba-saqartvelos-ekonomika-2023-wels-285334186.html
რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს - მინისტრის მოადგილის განმარტება
რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს - მინისტრის მოადგილის განმარტება
Sputnik საქართველო
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ... 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T22:37+0400
2023-12-29T22:37+0400
2023-12-29T22:37+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_0:189:3304:2048_1920x0_80_0_0_de2bba5582a0838a4621eac41e23e53f.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7%-ით გაიზრდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,9% შეადგინა.მინისტრის მოადგილის თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციების და საბანკო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ისე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და ის დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, შენარჩუნდება და გაგრძელდება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_990:312:3304:2048_1920x0_80_0_0_8872f6d004d38de4716a35a916ed0c05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქსტატი
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქსტატი
რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს - მინისტრის მოადგილის განმარტება
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7%-ით გაიზრდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,9% შეადგინა.
„საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა და ჩვენ ველოდებით, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7%-ით გაიზრდება", - განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციების და საბანკო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.
„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ისე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და ის დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, შენარჩუნდება და გაგრძელდება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.