სხვა მენტალობით არის გაზრდილი - პუბლიცისტი საქართველოს პრეზიდენტზე

გამოწერა
სხვა მენტალობით არის გაზრდილი .ამიტომ ის საქართველოს ინტერესს ვერ გაითვალისწინებს- პუბლიცისტი საქართველოს პრეზიდენტზე
საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის მხრიდან და ისიც FARA-ს კანდიდატი უნდა გახდეს, განაცხადა პუბლიცისტმა ბაია ამაშუკელმა „Sputnik- საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
FARA აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონია, რომლის ანალოგის მიღებას 2023 წლის მარტში საქართველოში გეგმავდნენ, თუმცა ამას ხელი თბილისში გამართულმა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა შეუშალა.
ბაია ამაშუკელის თქმით, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა, თუმცა მას შემდეგ რაც პრეზიდენტი საკუთარ საზოგადოებას დაუპირისპირდა, უკვე „ხალხი ბოდიშიებს იხდის მისი თამადობით , რადგან მიიჩნევენ,. რომ არ იყო მათი ეს ნაბიჯი სწორი“
„პრეზიდენტმა ყველანაირად გახსნა კარტები და გამოავლინა პოზიცია, რომ მას ქართული არ ესმის, ან ქართველის არ ესმის. ეტყობა რაღაც სხვა მენტალობით არის გაზრდილი .ამიტომ ის ვერასდროს საქართველოს ინტერესს ვერ გაითვალისწინებს “- განაცხადა პუბლიცისტმა.
ბაია ამაშუკელი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურა ვითარებაზე საუბრისას ოპოზიციურ პარტია ნაცმოძრაობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის როგორც პოლიტიკური ძალა საერთოდ უნდა გაქრეს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილზე პასუხს აგებს.
რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც რამდენიმე სისხლსი სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, ამაშუკელის შეფასებით ის ციხეში კი არ ზის, ფაქტიურად სანატორიუმში წევს, სადაც ყველა პირობა აქვს შექმნილი. თან იქიდან იტყობინება როგორ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას და ყველაფრის შეცვლას. თუმცა საზოგადოებას ეს უკვე აღარ უნდა/
მისი აზრით, უკეთესი იქნება თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდება იქ სადაც უნდა იყოს, სადაც დამნაშავეებს ათავსებენ და ვაჟკაცურად გაუძლოს იმ სასჯელს რაც მან დაიმსახურა.
ყველა ახალი ამბავი
0