https://sputnik-georgia.com/20231229/kobaxidze-saqartvelo-sigaribis-dazlevas-shezlebs-285333674.html
კობახიძე: უახლოეს წლებში საქართველო სიღარიბის დაძლევას შეძლებს
კობახიძე: უახლოეს წლებში საქართველო სიღარიბის დაძლევას შეძლებს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, თანმიმდევრულად გააგრძელოს ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, რაც მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს. 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T21:49+0400
2023-12-29T21:49+0400
2023-12-29T21:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_0:165:2048:1318_1920x0_80_0_0_1dc65d92038e48299cd31a1fbb7234b4.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მოსახლეობის სიღარიბის პრობლემა მოგვარდება იმ პირობით, რომ ხელისუფლება გააგრძელებს სწორი პოლიტიკის გატარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიღარიბის დონე საქართველოში 2012 წელს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თითქმის განახევრდა და 2022 წელს 15,6% შეადგინა. მისი თქმით, მას შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა – 535 ათასმა დაძლია სიღარიბე.მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, თანმიმდევრულად გააგრძელოს ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, რაც მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს.კობახიძემ ბოლო პერიოდში ეკონომიკის ზრდის დადებითი ტენდენცია აღნიშნა.„მთლიანობაში რომ შევხედოთ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის მონაცემებს, ისინი გვეუბნებიან, რომ 2021 წლის დასაწყისში ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი და ამ წლის ბოლოს გახდა 30 მლრდ დოლარი. ასეთი ნახტომი ეკონომიკაში არ გვქონია აქამდე. ეკონომიკურად რთული პროცესები გამოვიარეთ", - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც მმართველი პარტია ხელისუფლებაშია, ქვეყანამ ორი კრიზისი გადაიტანა, მათ შორის 2020 წელს.„პირველი კრიზისი უკავშირდებოდა პირველ ომს უკრაინაში. 2015-2016 წლებში იყო სავალუტო კრიზისი და ამან გამოიწვია სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. შემდეგ იყო უკვე კოვიდი, რამაც გამოიწვია ეკონომიკის ვარდნა, ინფლაცია და ა.შ. ამის გამო არ გვქონდა სახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები, თუმცა, 2020 წლის შემდეგ ეს სამი წელი იყო განსაკუთრებული", - განაცხადა მან.დეპუტატი: 2023 წელი საქართველოსთვის წარმატებული იყო>>>2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2% შეადგინა. 2023 წლის იანვარ–ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_85:127:1736:1365_1920x0_80_0_0_d3534aecef4442c5dde74349d3e3f187.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქსტატი
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქსტატი
კობახიძე: უახლოეს წლებში საქართველო სიღარიბის დაძლევას შეძლებს
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, თანმიმდევრულად გააგრძელოს ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, რაც მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მოსახლეობის სიღარიბის პრობლემა მოგვარდება იმ პირობით, რომ ხელისუფლება გააგრძელებს სწორი პოლიტიკის გატარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიღარიბის დონე საქართველოში 2012 წელს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თითქმის განახევრდა და 2022 წელს 15,6% შეადგინა. მისი თქმით, მას შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა – 535 ათასმა დაძლია სიღარიბე.
„მომავალი წლის პროგნოზიც არის ძალიან კარგი და სავალუტო ფონდი გვეუბნება, რომ თუ ამ პოლიტიკით გავაგრძელებთ, 2028 წლისთვის მინიმუმ 12 ათას დოლარს გადავაჭარბებთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკით. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის განულდება სიღარიბე“, - აღნიშნა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, თანმიმდევრულად გააგრძელოს ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, რაც მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს.
კობახიძემ ბოლო პერიოდში ეკონომიკის ზრდის დადებითი ტენდენცია აღნიშნა.
„მთლიანობაში რომ შევხედოთ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის მონაცემებს, ისინი გვეუბნებიან, რომ 2021 წლის დასაწყისში ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი და ამ წლის ბოლოს გახდა 30 მლრდ დოლარი. ასეთი ნახტომი ეკონომიკაში არ გვქონია აქამდე. ეკონომიკურად რთული პროცესები გამოვიარეთ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც მმართველი პარტია ხელისუფლებაშია, ქვეყანამ ორი კრიზისი გადაიტანა, მათ შორის 2020 წელს.
„პირველი კრიზისი უკავშირდებოდა პირველ ომს უკრაინაში. 2015-2016 წლებში იყო სავალუტო კრიზისი და ამან გამოიწვია სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. შემდეგ იყო უკვე კოვიდი, რამაც გამოიწვია ეკონომიკის ვარდნა, ინფლაცია და ა.შ. ამის გამო არ გვქონდა სახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები, თუმცა, 2020 წლის შემდეგ ეს სამი წელი იყო განსაკუთრებული", - განაცხადა მან.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2% შეადგინა. 2023 წლის იანვარ–ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.