ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

© Road Department of Roadsგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე პერიოდულად იზღუდება.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს,
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში ცალმხრივად იმოძრავებს.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თოვის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღის წინ აიკრძალა.
ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში შესვლას 3,3 ათასზე მეტი სატვირთო ელოდება, უცნობია რამდენი სატვირთო ელოდება რუსეთის მიმართულებით გამგზავრებას.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0