მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ერთ შტატში აეკრძალა

© photo: Sputnik / Alexei Filipov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის შტატ მენის სახელმწიფო მდივანმა შანა ბელოუსმა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
თავის 34-გვერდიან მოხსენებაში ბელოუზმა განმარტა, რომ დონალდ ტრამპს კენჭისყრაში მონაწილეობა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმში მისი როლის გამო არ შეუძლია. მისი თქმით, ტრამპმა დაარღვია კანონი, რომელიც „აჯანყებაში მონაწილეებს“ თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
„ჩემთვის ადვილი არ იყო ამ დასკვნამდე მისვლა. მახსოვს, რომ არცერთ სახელმწიფო მდივანს არ აუკრძალავს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის საარჩევნო ბიულეტენებზე წვდომა კონსტიტუციის მე-14 შესწორების მესამე ნაწილის მიხედვით. თუმცა, მე ასევე ვაცნობიერებ, რომ პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს აქამდე არ მიუღია მონაწილეობა აჯანყებაში“, — წერს ბელოუზი.
ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ მას.
მანამდე დონალდ ტრამპს პრაიმერიზებში მონაწილეობა ანალოგიური მოტივით კოლორადოს უზენაესმა სასამართლომაც აუკრძალა. საერთო ჯამში, სარჩელები, რომლებიც ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებზე არდაშვებას ითვალისწინებს, 16 შტატის უზენაეს სასამართლოებშია შესული.
ყველა ახალი ამბავი
0