პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი განათლების პრობლემებზე - ვიდეო

გამოწერა
დაგუგლავს და გიმტკიცებს, რომ აღმაშენებელი საყურით დადიოდა- პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი განათლების პრობლემებზე
ახალგარზდამ არაფერი არ იცის გარდა იმისა, რომ დაგუგლავს, შედის ვიკიპედიაში და შემდეგ გიმტკიცებს, რომ დავით აღმაშენებელი საყურით დადიოდა , განაცხადა პუბლიცისტმა ბაია ამაშუკელმა „Sputnik- საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
მისი შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულმა განათლების რეფორმამ ნეგატიური შედეგები მოიტანა, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით.
„თუ გვინდა ევროპის და რუსეთის მართლა ღირსეული პარტნიორები ვიყოთ, ქართველ ახალგაზრდებს საკუთარი ისტორია უნდა ვასწავლოთ. დაუმახინჯებელი ისტორია და არა ისეთი, რომლითაც დღეს ტელეიზიები კვებავენ საზოგადოებას“, -განაცხადა ბაია ამაშულელმა.
პუბლიცისტის აზრით, აუციულებელია ახალგაზრდებში ეროვნული თემატიკის გაძლიერება და საკმარისი არ არის მარტო იმის ძახილი, რომ საქართველოს ასეთი კულტურა, ღვინო და ასეთი წარსული აქვს.
„30 წელია რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ტელევიზიით მიდის იმის აგიტაცია-პროპაგანდა, თუ როგორი კარგია ყველაფერი ევროპული - განათლება, ტანსაცმელი და რა ცუდია ქართული, როგორი ზარმაცია ქართველი, როგორი ცუდი ისტორია გვაქვს , როგორი მოღალატეები ვიყავით. ეს ყველაზე მეტად ახალგაზრდა თაობაზე მოქმედებს“, - აღნიშნა მან.
ამაშუკელმა თავის გამოსვლაში ყურადღება ქართული ენის სიწმინდეზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება საკუთარი ენის დაკარგვა.
„ადრე თუ ბარბარიზმებად ვთვლიდით რუსული ენიდან დამკვიდრებულ ტერმინებს, ხოლო მანამდე თურქული და არაბული გვქონდა, დღეს უკვე შემოდის ის ანგლოსაქსური ტერმინები, რომლებიც ფართოდ იხმარება ინტერნეტით . ფაქტობრივად გამოდის , რომ ისინი ჩაანაცვლებენ ქართულ ენას და ჩვენ რა ენაზე ვიმეტყველებთ და სად ვიქნებით კაცმა არ იცის“, -აღნიშნა ამაშულელმა.
ყველა ახალი ამბავი
0