ხალხური მინიშნებები საახალწლოდ: რჩევები ფინანსების მოსაზიდად და დასაოჯახებლად

© unsplash/wout-vanackerბენგალური ცეცხლი
ბენგალური ცეცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ახალი წელი გვიახლოვდება და, მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ცრურწმენებისა ზოგადად, ამ ჯადოსნურ ღამეს მრავალ მინიშნებასა და ცრურწმენას მაინც ვაქცევთ ყურადღებას.

მოკლედ, თუ გამდიდრება გინდათ, ან გათხოვება, ან წარმატების მოზიდვა, კარგად დაიმახსოვრეთ ეს მინიშნებები და იქნებ ახალი წლის დღესასწაული გარდამტეხად იქცეს თქვენს ცხოვრებაში.

წარმატების მოსაზიდად

სურვილი ჩაიფიქრეთ მაშინ, როცა საათი ზუსტად 12-ს ჩამოჰკრავს, ხელში აუცილებლად უნდა გეჭიროთ შამპანიურის ჭიქა და დაიმახსოვრეთ — ეს ყველაზე სანუკვარი ოცნება უნდა იყოს;
სახლში რაც უფრო მეტი სტუმარი გეყოლებათ ახალი წლის ღამეს, მით უფრო სასიხარულო იქნება დამდეგი წელი;
სახლში წარმატების მოზიდვა შესაძლებელია, თუ ახალი წლის დადგომისას გააღებთ შემოსასვლელ კარს ან ფანჯარას;
წარმატების მოზიდვა შეიძლება, თუ ახალი წლის ღამეს გაჭირვებულებს საკვებს ან ტანსაცმელს აჩუქებთ.

ფულის მოსაზიდად

მორთეთ ნაძვის ხე ფულის კუპიურებით ან მონეტებით — რაც მეტი იქნება, მით უკეთესი წელი გელოდებათ;
ფინანსები ყოველთვის საკმარისი რომ გქონდეთ, კარგი იქნება, ახალი წლის ღამეს თუ ახალ ტანსაცმელს ჩაიცვამთ ან ინტერიერის მოსართავად რაიმე ახალ ნივთს იყიდით;
კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ყველა ჯიბეში ჩაიდებთ ფულს, ხოლო საიდუმლო ჯიბეში — მსხვილ კუპიურას;
საახალწლო სუფრაზე ხორბალთან ერთად ჭურჭელში ჩაყარეთ რამდენიმე მონეტა — მთელი წლის განმავლობაში მუდმივი შემოსავალი გექნებათ;
ახალი წლის პირველ დღეს, როგორც ამბობენ, უნდა გადაყაროთ გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი;
როდესაც ახალის წლის დადგომამდე უკუათვლა დაიწყება, შამპანიურის ჭიქაში ჩააგდეთ მონეტა (თქმა საჭირო არაა, მაგრამ მაინც — მონეტა სოდით კარგად გარეცხეთ). შამპანიურს დალევთ, მაგრამ მონეტა საფულეში შეინახეთ — ეს ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ.

ოჯახის შესაქმნელად

რომ გათხოვდეს, ახალგაზრდა ქალმა უშუალოდ დღესასწაულის წინ სახლი არ უნდა დაალაგოს;
კერძები საახალწლო სუფრაზე მხოლოდ ხელით მომზადებული უნდა იყოს. თუ მომზადებისას თითს გაიჭრით — კარგის ნიშანია, ნიშნობა უფრო მალე გაიმართება;
თმის ვარცხნილობას მოწმეთა თვალწინ ნუ გაიკეთებთ;
სადღესასწაულო სუფრასთან სტუმრები რაც შეიძლება მალე დასვით — რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო მალე გათხოვდებით.
ყველა ახალი ამბავი
0