მოსაზრება: უახლესი„კოალიცია-CВ“ რუსულ არტილერიას ძალას შემატებს

© photo: Sputnik / Evgeni Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
არტილერია არის ომის ღმერთი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. მოქმედების დიაპაზონით, სიზუსტისადა ეფექტურობის თვალსაზრისით მსოფლიოში საუკეთესო თვითმავალი საარტილერიო იარაღი კოალიცია-CВ “ სერიულად იწარმოება ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ის წარმატებით წყვეტს ამოცანებს უკრაინის ოპერაციების თეატრში.
27 დეკემბერს „როსტექის“გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა უახლესი 152 მმ-იანი ჰაუბიცა"კოალიცია-СВ-ს" სახელმწიფო გამოცდების წარმატებით დასრულება, მასობრივი წარმოების გაფართოებადა საპილოტე პარტიის მიწოდება გამოაცხადა რუსეთის ჯარებისთვის სპეცოპერაციის ზონაში.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებთან დაახლოებული წყარო იტყობინებოდა, რომ სპეცოპერაციის ზონაში "კოალიცია“ ცალკეულ ეგზემპლარებად გამოიყენებოდა და მისი მთავარი ამოცანა გადამწყვეტი ცვლილებების შეტანა იყო კონტრბატარეულ ბრძოლაში. რუსეთის ჯარებმა უახლესი იარაღის პირველი ექსპერიმენტული პარტია 2020 წლის გაზაფხულზე მიიღეს.
თვითმავალი „კოალიცია“ აღჭურვილია თანამედროვე 2A88 ქვემეხით და შექმნილია საარტილერიო ბატარეების, ჯავშანტექნიკის, მოწინაარმდეგის ცოცხალი ძალისა და აგრეთვე საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, საკონტროლო პუნქტებისა და გამაგრებების გასანადგურებლად. მოქმედების მანძილი — 70 კმ-მდე აქტიური სარაკეტო ჭურვით (ჩვეულებრივით —40 კმ-მდე).
საცეცხლემახასიათებლებით „კოალიცია“ შესამჩნევად აღემატება ყველა რუსულ და დასავლურ ანალოგს. გასროლის მომზადების პროცესები სრულად ავტომატიზირებულია: ჭურვის ტიპის არჩევა, ამფეთქებლისდაყენება, იარაღის დამიზნება.
ავტომატიზაცია უზრუნველყოფს ნავიგაციას, დისტანციური სროლის კონტროლს, მაღალ სიზუსტესადა სროლის სიჩქარეს — წუთში 10 გასროლას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერთდროულად მთელი დენთის „აალების“ მიკროტალღური სისტემა. „კოალიცია“ უძლებს დაბალ და მაღალ ტემპერატურას, რადგან აღჭურვილია ლულის გაგრილება-გათბობის სისტემით.
შედარებისთვის:ამერიკულ M109A6 Paladin-ს, ოთხკაციანი ეკიპაჟით, შეუძლია წუთში 6 გასროლა 30 კმ-მდე მანძილზე. გერმანულ თვითმავალ Panzerhaubitze-2000-ს, ხუთკაციანი ეკიპაჟით, შეუძლია 12 გასროლა 59,7 წამში, მაგრამ სროლის ასეთი სიჩქარე სიზუსტეს არ ნიშნავს.
ნატოს155 მმ კალიბრის ყველა აქტიური სარაკეტო ჭურვი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება განადგურების დიაპაზონს - 40 კმ-მდე.

აბსოლუტური უპირატესობა

უახლეს ჰაუბიცას ემსახურება სამი სპეციალისტი: მეთაური, მსროლელი-ოპერატორი და მძღოლ-მექანიკოსი. ეკიპაჟი დაჯავშნულ კაფსულაშია განთავსებული და არა კოშკურაში.
„კოალიციის“ ბორბლიანი მოდიფიკაცია, რომელიც ავტომობილ „კამაზის“ საფუძველზეა დამზადებული, უფრო მანევრირებადად ითვლება. მუხლუხა და ბორბლიან ვერსიებს აქვს უნიფიცირებული საბრძოლო განყოფილება — სრულად მბრუნავი კოშკურა და 152 მმ-იანი ჰაუბიცა 2A88. მის შეიარაღებაში ასევე შედის დისტანციური მართვის დანადგარი 12,7 მმ ტყვიამფრქვევით.
„კოალიციის“ დამმიზნებლისა და მეთაურის სამუშაოადგილები აღჭურვილია ციფრული დისპლეით და ინტეგრირებულია ერთიან ავტომატიზირებულ ტაქტიკური მართვის სისტემაში. ეკიპაჟს შეუძლია მიიღოს სამიზნე აღნიშვნები ციფრული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, განახორციელოს რელიეფის მეთვალყურეობა 24-საათიან რეჟიმში, დამოუკიდებლად გამოთვალოს საცეცხლე დანადგარები და დაარეგულიროს ცეცხლი ნებისმიერ ამინდში.
გარე მონაცემებს ამუშავებს ბორტზე არსებული საინფორმაციო-სამეთაურო სისტემა, რომელიც სროლისა და საბრძოლო მასალის მართვის მონაცემებს იძლევა. განხორციელებულია საცეცხლე შეტევის რეჟიმი, როდესაც რამდენიმე ჭურვი ინდივიდუალური ტრაექტორიით მიფრინავს და ერთდროულად ხვდება ერთ სამიზნეს. ამ რეჟიმში მოკლევადიანი სროლით შესაძლებელია წუთში 16 გასროლა.
„კოალიციისთვის“ ტულის საკონსტრუქტორო ბიურომ „ერთი გასროლის“ ძალიან ზუსტი და ძლიერი ფეთქებად-ფუგასური საბრძოლო მასალა შეიმუშავა. ოპერატორი ნახევრად აქტიურ ქობინს ლაზერული სხივის ან დრონის გამოყენებით უმიზნებს. თითოეული ასეთი152 მმ-იანი ჭურვი დაახლოებით 50 ათასი დოლარი ღირს, მაგრამ მოწინაარმდეგის სამიზნეზე დარტყმის შემდეგ მეორე გასროლა საჭირო აღარ არის.
კიდევ ერთი „ჭკვიანი" საბრძოლო მასალა შეიქმნა მოსკოვის საკონსტრუქტორო ბიურო "კომპასში". GLONASS-ის სანავიგაციო მოდული,152 მმ-იანი ჭურვით ქობინში, და აეროდინამიკური საჭეების სისტემა, რომელიც გასროლისას იშლება და ფრენის მიმართულებას აკორექტირებს, უზრუნველყოფს ზუსტ დარტყმას სამიზნეზე მანამდე ცნობილი კოორდინატების მიხედვით. „კომპასის" ეს ნაწარმი შესაძლებელს ხდის რუსულ არსენალებში „ძველი" ჭურვების მოდერნიზაციას.
ძირითადი საარტილერიო საბრძოლო მასალის მართვადად გადაკეთების ღირებულება დაახლოებით 1000 დოლარია. შევნიშნავთ, რომ ამერიკული 155 მმ-იანი Excalibur-ის ერთი მართვადი ჭურვი 80 ათასი დოლარი ღირს.
საარტილერიო სისტემა „კოალიცია-СВ“ აერთიანებდა ყველაზე თანამედროვე გადაწყვეტილებებს, ტექნოლოგიებსა და კომპონენტებს, რამაც შესაძლებელი გახადა საბრძოლო და ოპერატიული მახასიათებლების შესანიშნავი კომბინაციის მიღება და დასავლელი კონკურენტებისთვის გასწრება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0