მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უშლიდა თუ არა ჯო ბაიდენი ხელს კონგრესის გამოძიებას: რესპუბლიკელები შემოწმებას იწყებენ

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები აპირებენ გამოიკვლიონ, უქმნიდა თუ არა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის გამოძიებას თავის ვაჟთან — ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც თეთრ სახლს პალატის ზედამხედველობისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებმა, ჯეიმს კომერმა და ჯიმ ჯორდანმა გაუგზავნეს.
წერილის თანახმად, ჰანტერბაიდენმა დეკემბრის დასაწყისში უარი თქვა, გამოცხადებულიყო კონგრესში მოსმენაზე, სადაც ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე ჩვენების მისაცემად იყო დაბარებული.
ჰანტერ ბაიდენი ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკელები, „ფაქტების გაყალბების, მტკიცებულებებით მანიპულაციიისა და სიცრუის“ გზით „არაკანონიერ გამოძიებას“ აწარმოებდნენ მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენებას მხოლოდ ღია სხდომებზე მისცემდა და არა დახურულ კარს მიღმა, როგორც ამას კანონმდებლები ითხოვდნენ. ამის შემდეგ, 13 დეკემბერს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა რეგულარულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა წინასწარ იცოდა, რა განცხადებას გააკეთებდა მისი შვილი იმპიჩმენტის საქმესთან და ჩვენებასთან დაკავშირებით.
„თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა წინასწარ იცოდა, რომ მისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეგნებულად არ დაემორჩილა კონგრესის ორ გამოძახებას, იძულებული ვართ, იმპიჩმენტის საქმის ფარგლებში შევამოწმოთ, მონაწილეობდა თუ არა პრეზიდენტი შეთქმულებაში, რომლის მიზანიც კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლა იყო“, — წერენ კომერი და ჯორდანი გზავნილში.
როგორც კონგრესმენებს მიაჩნიათ, აუცილებელია გაირკვეს, „ცდილობდა თუ არა პრეზიდენტი კორუფციული გზით მოეხდინა გავლენა კომიტეტების მუშაობაზე, ან გაერთულებინა მათთვის მუშაობა“ იმით, რომ შვილი დაარწმუნა, თავი აერიდებინა კონგრესში მისვლისთვის.
„ასეთი ქმედებები შეიძლება იყოს დანაშაული, რომელთაც იმპიჩმენტი მოჰყვება“, — განმარტავენ წერილის ავტორები.
საქმე ისაა, რომ შეერთებულ შტატებში კანონმდებლების მოთხოვნების შეუსრულებლობა, ანუ მოსმენებზე გამოუცხადებლობა, კონგრესის მიმართ შეურაცხყოფად განიხილება და შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნა გამოიწვიოს.
ამასთან დაკავშირებით, კანონმდებლები თეთრ სახლისგან მოითხოვენ, მიაწოდოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეებსა და ჰანტერ ბაიდენს შორის კონსულტაციებს ეხებოდეს კონგრესის მოსმენებზე გამოცხადებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიება აშშ-ში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დეკემბერში წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას მისი გაგრძელების შესახებ. გამოძიების საფუძვლად ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა და სახელმწიფოს მეთაურის ოჯახის საეჭვო გარიგებები დასახელდა. რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ჯო ბაიდენის ოჯახის წევრებს ბიზნესში მისი გავლენით სარგებლობა შეეძლოთ.
ყველა ახალი ამბავი
0