მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Politico: აშშ შეუმჩნევლად ცვლის უკრაინის მიმართ სტრატეგიას

© photo: Sputnik / Nikolai Lazarenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეუმჩნევლად ცვლის თავის სტრატეგიას და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მიზნებიდან, რომლებიც რუსეთზე სრულ გამარჯვებას გულისხმობს, კონფლიქტის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებებში პოზიციების გაუმჯობესებაზე გადადის, წერს Politico ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვაშინგტონის სტრატეგიაში ცვლილებები უკრაინის შემდგომი დაფინანსების ჩაშლის საფრთხის ფონზე ხდება, რაზეც ვერც აშშ-ში თანხმდებიან და ვერც ევროკავშირში. წყაროების თქმით, ახლა კონფლიქტის დასრულებაზე სავარაუდო მოლაპარაკებები შესაძლოა რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიების გადაცემას გულისხმობდეს.
„თეთრი სახლი და პენტაგონი საჯაროდ აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოფიციალური ცვლილებები არ მომხდარა, და რომ ისინი კვლავინდებურად უჭერენ მხარს უკრაინის მიზანს, სრულად განდევნოს რუსი სამხედროები ქვეყნიდან. მაგრამ აშშ-ისა და ევროპის ოფიციალური პირები, პრეზიდენტ ზელენსკის წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე, უკრაინელებთან ქვეყნის აღმოსავლეთში კიევის ძალების უფრო ძლიერ თავდაცვით პოზიციებზე გადაყვანაზე მსჯელობენ“, — წერს გამოცემა.
წყაროების თქმით, დასავლეთი კიევს თავდაცვის ეშელონირებული სისტემის აგებას ურჩევს, რაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, სიმაგრეების აგებას, მავთულხლართების გავლებას, ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ასევე ბელორუსი-უკრაინის საზღვრის გასწვრივ ღრმა თხრილის მოწყობას მოიცავს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წყარომ მიმდინარე კვირაში POLITICO Magazine-ს აცნობა, რომ თავდაცვაზე გადასვლის სტრატეგია მომავალ ნებისმიერ მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის განმტკიცებას ემსახურება.
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას ძლიერი ხელი ჰქონდეს, როდესაც [მოლაპარაკებები დაიწყება. <...> გვსურს, რომ მათ უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეთ და თავისი ტერიტორიის შენარჩუნება შეძლონ. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მათ ახალი შეტევის წამოწყებას ვუშლით“, — აღნიშნა ამერიკულმა წყარომ.
იმის თაობაზე, რომ აშშ უკრაინას სტრატეგიის შეცვლას ურჩევდა წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ, მანამდე The New York Times წერდა. გაზეთის ცნობით, პენტაგონი უკრაინას ურჩევს, რომ 2024 წელს „შენარჩუნებისა და შენების“ სტრატეგიას მისდიოს, ანუ იმ ტერიტორიების შენარჩუნებაზე ფოკუსირდეს, რომლებსაც ახლა კივი აკონტროლებს, და ამასთან საკუთარი იარაღის წარმოება გაზარდოს.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0