ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 130-ზე მეტი ადამიანი საპატიმროში აღმოჩნდა - ცხრა თვის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
აბულაძის განცხადებით, სერიოზულ გამოწვევად რჩება საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ნარკოტიკებით ვაჭრობა.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 155 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, 136-ის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა, განაცხადა საქართველოს გენპროკურორის პირველმა მოადგილე ბაკურ აბულაძემ.
„ჩვენი პოლიტიკა ანსაკუთრებით მკაცრია ნარკორეალიზატორების მიმართ“, - განაცხადა აბულაძემ და პროკურატურის მიერ ცხრა თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 52 პირის მიმართ დაიწყო.
აბულაძის თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ნარკოტიკებით ვაჭრობა.
„2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა საკომუნიკაციო საშუალებებით ვაჭრობაში ჩართული 45 პირის მიმართ, რომელთა უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა“, - განაცხადა აბულაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტები.
112 დაკავებულიდან 66 ნარკორეალიზატორია: საქართველოში ნარკომანები „აყარეს">>>
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად საუბრობს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლაზე. 27 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავეს, რომელთა შორის 66 ნარკორეალიზატორია.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, იორდანიის, ეგვიპტის და ერიტრეას მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0