მკვლელობა თბილისში - დაკავებულს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში 27 დეკემბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, მოკლული არის სამხედრო პირი, ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობა კი ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი.
შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს თბილისში ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სასტიკი მკვლელობა თბილისში - დაკავებულია 39 წლის მამაკაცი >>
აღნიშნულია, რომ იარაღი ბრალდებულის სახელზე ოფიციალურად იყო რეგისტრირებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0