GFF Awards-2023: კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელია

© photo: Sputnik / Stringerხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
2023 წელს კვარაცხელია ასევე გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეოთხედ აღიარეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად - გამოკითხვის შედეგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ ღონისძიებაზე - GFF Awards 2023-ზე გამოცხადდა.
2023 წელს კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და საუკეთესო ასისტენტი, უეფამ კი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარა.
კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2023 წელს ჩატარებულ ცხრა მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
GFF Awards-ზე ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ (2020, 2021, 2022, 2023) დასახელდა.
2023 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ნაკრების 21 წლის მცველი საბა საზონოვი - წელს საბამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გადავიდა იტალიის კლუბ „ტორინოში“. მანამდე საზონოვი მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა.
ყველა ახალი ამბავი
0