ანტონოვი: ვაშინგტონი კიევს სისხლიან საახალწლო საჩუქარს უგზავნის

© photo: Sputnik / Mikhailn Turgiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი
რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი კიევისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია კონცეფციისა „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე", მაგრამ ახალი დამატებით, განაცხადა რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა.
მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ეს დახმარების ბოლო პაკეტია მიმდინარე წელს.
„ვაშინგტონი კიევს სისხლიან საახალწლო საჩუქარს უგზავნის. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს ომის კონცეფციისადმი ერთგულებას „უკანასკნელ უკრაინელამდე". თუმცა მცირე დამატებით — სანამ ფული ეყოფათ", —ამბობს რუსი დიპლომატი.
ანტონოვის აზრით, ვაშინგტონს ესმის, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებისთვის გაწეული ძალისხმევები „ამაოა“, მაგრამ მაინც უბიძგებს „მარიონეტულ რეჟიმს“ უფსკრულისკენ, წირავს რა ათასობით უბრალო უკრაინელს სასიკვდილოდ.
ამასთან ელჩს მიაჩნია, რომ აშშ-ის მიერ იარაღის ახალი მიწოდებები სიტუაციას ვერ შეცვლის. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა „ტერორისტულ გამოხდომას“ დასავლური იარაღის გამოყენებით, რუსეთის მხრიდან „მტკიცე პასუხი“ მოჰყვება — „დაიწვება ნატოს ყველა ტექნიკა, საბრძოლო მასალები კი განადგურდება“.
ანტონოვმა მოუწოდა აშშ-ს, უარი თქვან რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ „ილუზორულ პროექტებზე“.
ყველა ახალი ამბავი
0