https://sputnik-georgia.com/20231228/afetqeba-sav-zrvasi-285306663.html
შავ ზღვაში სამოქალაქო გემი ნაღმზე აფეთქდა
შავ ზღვაში სამოქალაქო გემი ნაღმზე აფეთქდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. შავ ზღვაში პანამის დროშით მცურავი სამოქალაქო გემი, რომელიც დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა ხორბლის ჩასატვირთად, ნაღმზე... 28.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-28T17:48+0400
2023-12-28T17:48+0400
2023-12-28T17:48+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279672441_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_dd16c9b4eca2a74e00c0d7663c9c809a.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. შავ ზღვაში პანამის დროშით მცურავი სამოქალაქო გემი, რომელიც დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა ხორბლის ჩასატვირთად, ნაღმზე აფეთქდა, ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების Telegram-არხზე.არსებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟს დახმარება საზღვაო გვარდიისა და სამძებრო-სამაშველო სამსახურის კატარღებმა აღმოუჩინეს და ბორტზე მედიკოსები მიიყვანეს.შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი მეზღვაური. ერთს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე შემდგომი გამოკვლევისთვის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქარიშხლიანი ამინდი ხშირად ზრდის ნაღმების აფეთქების საშიშროებას. ამიტომაც საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით ზღვის განაღმვის საკითხი კვლავაც აქტუალურია.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279672441_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_861dd869eb8d876b3ae17869943cd737.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შემთხვევები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შემთხვევები
შავ ზღვაში სამოქალაქო გემი ნაღმზე აფეთქდა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. შავ ზღვაში პანამის დროშით მცურავი სამოქალაქო გემი, რომელიც დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა ხორბლის ჩასატვირთად, ნაღმზე აფეთქდა, ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების
Telegram-არხზე. „გემმა სიჩქარე და კონტროლი დაკარგა, ზედა გემბანზე ხანძარი გაჩნდა. იმისათვის, რომ ხომალდი არ ჩაძირულიყო, კაპიტანმა გემი მეჩეჩზე დააფიქსირა“, — წერენ უკრაინელი სამხედროები.
არსებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟს დახმარება საზღვაო გვარდიისა და სამძებრო-სამაშველო სამსახურის კატარღებმა აღმოუჩინეს და ბორტზე მედიკოსები მიიყვანეს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი მეზღვაური. ერთს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე შემდგომი გამოკვლევისთვის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქარიშხლიანი ამინდი ხშირად ზრდის ნაღმების აფეთქების საშიშროებას. ამიტომაც საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით ზღვის განაღმვის საკითხი კვლავაც აქტუალურია.