აბაშაში ავტოავარიას რუსი ტურისტი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში - ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მძღოლთან ერთად რამდენიმე რუსი ტურისტი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის ერთი მგზავრი, რუსი ტურისტი ქალი გარდაიცვალა, სხვებმა მცირე დაზიანებები მიიღეს.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0