ზახაროვა: მოსკოვი მხარს უჭერს ერევნის განწყობას

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი მხარს უჭერს ერევნის განწყობას, ნაყოფიერად იმუშაოს 2024 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) თავმჯდომარეობის ფარგლებში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, 1 იანვრიდან EAEU-ს თავმჯდომარე სომხეთი ხდება.
„ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 25 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ერევანი ყურადღებას ამახვილებს EAEU-ს ფარგლებში ამოცანების სისტემატურ შესრულებაზე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორების განწყობას. ეს არის ზუსტად ის განწყობა, რომელიც მიმართულია ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებისა და განვითარებისკენ“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ეკონომიკური ასოციაციაა და მას პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა ჰქონდეს.
სომხეთის ლიდერის თქმით, EAEU და მისი ეკონომიკური პრინციპები არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ ამბიციებთან, ხოლო ვაჭრობისა და ინტეგრაციის ძირითადი თავისუფლებები არ შეიძლება და არ უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან ეს გაერთიანების ფუნდამენტური პრინციპების კოროზიას გამოიწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0