https://sputnik-georgia.com/20231227/xazaradze-meliastan-strategiul-partniorobas-apirebs-285273476.html
ხაზარაძე: მე და ნიკა მელია სტრატეგიული პარტნიორები ვიქნებით
ხაზარაძე: მე და ნიკა მელია სტრატეგიული პარტნიორები ვიქნებით
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერის თქმით, მთავარი ამოცანა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოყვანაა. 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T14:13+0400
2023-12-27T14:13+0400
2023-12-27T14:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ნიკა მელია
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049214_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_30a473f1e63985e6063a498560879886.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა დაადასტურა.მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 7 დეკემბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც, მისი თქმით, ქართული დემოკრატიისთვის ბევრს გააკეთებს. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მელიასთან მსგავსი სახის მოლაპარაკებებს იგი არ აწარმოებს.ოპოზიციონერის თქმით, მთავარი ამოცანა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოყვანაა.„გაერთიანებასთან დაკავშირებით ადამიანები რატომ გულისხმობთ, რომ აუცილებლად ერთი პარტია უნდა იყოს. შეიძლება, ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდებით, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.პარტია „ლელო“პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049214_182:146:1126:854_1920x0_80_0_0_b56a1bc32d4746a3758c62f8b026d606.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ნიკა მელია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ნიკა მელია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
ხაზარაძე: მე და ნიკა მელია სტრატეგიული პარტნიორები ვიქნებით
ოპოზიციონერის თქმით, მთავარი ამოცანა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოყვანაა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა დაადასტურა.
მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 7 დეკემბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც, მისი თქმით, ქართული დემოკრატიისთვის ბევრს გააკეთებს. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.
„ჩვენ ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ", - განაცხადა ხაზარაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადაცემა „რეაქციაში".
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მელიასთან მსგავსი სახის მოლაპარაკებებს იგი არ აწარმოებს.
ოპოზიციონერის თქმით, მთავარი ამოცანა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოყვანაა.
„გაერთიანებასთან დაკავშირებით ადამიანები რატომ გულისხმობთ, რომ აუცილებლად ერთი პარტია უნდა იყოს. შეიძლება, ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდებით, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.