https://sputnik-georgia.com/20231227/tavdacvis-saministro-samxedro-mosamsaxuris-mkvlelobas-exmaureba-285279819.html
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას ეხმაურება
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას ეხმაურება
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T18:27+0400
2023-12-27T18:27+0400
2023-12-27T18:27+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/78/234407887_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_0cafba671441d170ae1ade4a22450d26.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო თბილისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა თბილისში, 27 დეკემბერს მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის სამხედრო მოსამსახურეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - მიღებული ტრავმების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაშიგანზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/78/234407887_161:0:1494:1000_1920x0_80_0_0_9a09e7c77c24e4b9fdd8d4b1dc167690.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას ეხმაურება
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო თბილისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა თბილისში, 27 დეკემბერს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის სამხედრო მოსამსახურეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - მიღებული ტრავმების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.