სადღესასწაულო აფიშა: სად შევხვდეთ ახალ წელს თბილისში?

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
ახალი წელი ახლოვდება, მაგრამ არ იცით სად გაატაროთ? დაგავიწყდათ გამონათქვამი „ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებ".
შეეშვით ყველა საქმეს, დასხედით კომფორტულად - „Sputnik-საქართველო“ მკითხველს, ტრადიციულად, წარმოუდგენს თბილისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალს.
მაშ, ასე!
შევხვდეთ ახალ წელს 80-იანების ვარსკვლავებთან ერთად
თბილისში ახალი წლის აღნიშვნა 80-იანი წლების არტისტების - Ottawan и Affric Simone-ს გარემოცვაშიც შეგიძლიათ.
ფრანგული პოპ დუეტი OTTAWAN 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მათი სიმღერა D.I.S.C.O. და Hands Up (Give Me Your Heart) იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიტი გახდა, ხოლო სინგლი You're OK ჯგუფის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სინგლის ტოპ 50-შია. OTTAWAN-ის რეპერტუარში შედის სიმღერები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.
Afric Simon მოზამბიკელი მომღერალი და მუსიკოსია. ევროპულ ჩარტებში 1975 წელს იგი შევიდა სიმღერით Ramaya, რასაც მოჰყვა შემდეგი ჰიტი Hafanana (1975).
ღონისძიება რესტორან Funicular-ში გაიმართება.
დისკო დღესასწაული
ბარ-რესტორან Falestra-ში 2023 წელს გააცილებენ და შეხვდებიან ახალ წელს Abba Mania-ს (აღიარებული, როგორც ნომერ პირველი ABBA-ს ტრიბუტის შოუ მსოფლიოში) და ფრანგი დისკო დრამერის Cerrone-ს წარმოდგენებით. სადღესასწაულო დისკოთეკას ფრანგი დიჯეი Chinau „გააზავებს“.
„ყველაზე პომპეზური სანახაობა"
როგორც ორგანიზატორები წერენ, Theatre-ში გაიმართება ყველაზე კაშკაშა, პომპეზური და სანახაობრივი საახალწლო შოუ – Broadway Night.
Theatre-ს დასი ვარსკვლავი მსახიობების, მომღერლებისა და მოცეკვავეების შემადგენლობით, წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს ბროდვეის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მიუზიკლებიდან, „ჩიკაგო“, Here We Come - Mamma Mia!
ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის
eZo Festival თავისი სტუმრებისთვის ამზადებს ოთხ სცენას სხვადასხვა არტისტებით. ამ ღამეს სტუმრებს ქართველი არტისტების ტექნოზე ცეკვა შეეძლებათ. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
Afro Jam Session
Alfreda Stieglitz
Audio Space
Beqa (Live)
The Forest
Ikako
Iko
Kdema
Ly Sas
Nika J
Perishu
Rati (Live)
Sumo
Vas
გემრიელად მიირთვათ და გაერთეთ!
ღვინის ბარ-რესტორანი Wine Not? ახალი წლის ღამეს აანონსებს ცოცხალ მუსიკას და უგემრიელეს ტრადიციულ ქართულ სუფრას - საცივს, ფხალის ასორტს, მწვადს და ა.შ.
VINSAIT საახალწლო წვეულება
რესტორანში შეიკრიბებიან ნიჭიერი ქართველი არტისტები და მუსიკოსები. სია იმდენად გრძელია, რომ მთელი ღამე ნამდვილად მოგიწევთ ცეკვა! სტუმრების წინაშე წარდგებიან პაპუნა შარიქაძე, ხონძი, უჩა გაგუნავა, გოჩა ყაჭეიშვილი, ლაშა დეისაძე და სხვები.
ახალი წელი Republic Event Hall-ში
აქ გაიმართება Boney M Reloaded-ის კონცერტი და 31 დეკემბერს გაცოცხლდება უკვდავი ჰიტები Daddy Cool, Sunny, Rivers of Babylon.
საღამოს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის ქართული ჯგუფი Anik, რომელიც შეასრულებს სიმღერებს ჰიპ-ჰოპის, ჰაუსის, ბოსა-ნოვასა და სოულის სტილში, ასევე ინსტრუმენტული და ვოკალური ჯაზის ელემენტებით.
ყველა ახალი ამბავი
0